FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 5

სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ

article  91

პირის ტექნიკური საშუალებების გამოყენებით გამოკითხვა/დაკითხვა.
1. სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე შესაძლებელია საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი მოწმის, ექსპერტის ან დაზარალებულის აუდიო- ან ვიდეოსაშუალებების გამოყენებით გამოკითხვა/დაკითხვა.
2. საქართველოს ტერიტორიაზე აუდიო- ან ვიდეოსაშუალებების გამოყენებით გამოსაკითხი/დასაკითხი პირის გამოძახება ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე აუდიო- ან ვიდეოსაშუალებების გამოყენებით გამოსაკითხ/დასაკითხ საქართველოს ტერიტორიაზე მყოფ მოწმეს, ექსპერტსა და დაზარალებულს აქვთ საქართველოს კანონმდებლობით მათთვის მინიჭებული უფლება-მოვალეობები.
4. თუ შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულებით, ინდივიდუალური შეთანხმებით ან ნაცვალგების პირობებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი მოწმის, ექსპერტის ან დაზარალებულის აუდიო- ან ვიდეოსაშუალებების გამოყენებით გამოკითხვის/დაკითხვის შესახებ უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს შუამდგომლობის შესრულებისას გამოიყენება შემდეგი წესები:
სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ

article  91

ა) საქართველოს კომპეტენტური ორგანოს წარმომადგენელი უზრუნველყოფს გამოსაკითხი/დასაკითხი მოწმის, ექსპერტის ან დაზარალებულის პიროვნების დადგენას და მისთვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ფუნდამენტური პრინციპების დაცვას;
    ბ) პირის უშუალოდ გამოკითხვას/დაკითხვას აწარმოებს შესაბამისი უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს წარმომადგენელი ან მისი მითითებით − საქართველოს კომპეტენტური ორგანოს უფლებამოსილი პირი. გამოკითხვა/დაკითხვა ტარდება უცხო სახელმწიფოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად;
    გ) საჭიროების შემთხვევაში პირის გამოკითხვის/დაკითხვის პროცესში მონაწილეობს თარჯიმანი.
5. თუ შესაბამისი საერთაშორისო ხელშეკრულებით, ინდივიდუალური შეთანხმებით ან ნაცვალგების პირობებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე საქართველოს ტერიტორიაზე აუდიოსაშუალებით გამოსაკითხი/დასაკითხი პირის გამოკითხვა/დაკითხვა ტარდება მხოლოდ მისი წინასწარი თანხმობის შემთხვევაში.
სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ

article  91

6. უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი მოწმის, ექსპერტის ან დაზარალებულის აუდიო- ან ვიდეოსაშუალებების გამოყენებით გამოკითხვის/დაკითხვის შემდეგ დგება ოქმი, რომელშიც მიეთითება გამოკითხვის/დაკითხვის დრო და ადგილი, გამოკითხული/დაკითხული პირის საიდენტიფიკაციო მონაცემები, გამოკითხვის/დაკითხვის პროცესში მონაწილე პირები და გამოყენებული ტექნიკური საშუალებები, აგრეთვე სხვა აუცილებელი მონაცემები. აღნიშნული ოქმი ამ კანონით დადგენილი წესით ეგზავნება უცხო სახელმწიფოს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოს.
7. სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე საქართველოს კომპეტენტური ორგანოები უზრუნველყოფენ უცხო სახელმწიფოში სისხლისსამართლებრივი დევნისადმი დაქვემდებარებული პირის საქართველოს ტერიტორიაზე აუდიო- ან ვიდეოსაშუალებების გამოყენებით გამოკითხვას/დაკითხვას. გამოკითხვა/დაკითხვა ტარდება მხოლოდ გამოსაკითხი/დასაკითხი პირის წინასწარი თანხმობის შემთხვევაში.
სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ

article  91

8. შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში საქართველოს პროკურატურა უფლებამოსილია სამართალწარმოების ნებისმიერ ეტაპზე უცხო სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოებს მიმართოს მის ტერიტორიაზე მყოფი მოწმის, ექსპერტის ან დაზარალებულის აუდიო- ან ვიდეოსაშუალებების გამოყენებით გამოკითხვის/დაკითხვის თხოვნით.
9. უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე მყოფი მოწმის, ექსპერტის ან დაზარალებულის აუდიო- ან ვიდეოსაშუალებების გამოყენებით გამოკითხვის/დაკითხვის შესახებ შუამდგომლობაში, გარდა ამ კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში მითითებული მონაცემებისა, უნდა აღინიშნოს:
    ა) მიზეზები, რომელთა გამოც შეუძლებელია პირის უშუალოდ წარმოდგენა პროცესის მწარმოებელ ორგანოში;
    ბ) იმ ორგანოს და პირის (პირების) დასახელება, რომლებიც უფლებამოსილი არიან აუდიო- ან ვიდეოსაშუალებების გამოყენებით გამოკითხონ/დაკითხონ მოწმე, ექსპერტი ან დაზარალებული.
10. შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში საქართველოს პროკურატურა უფლებამოსილია უცხო სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოებს მიმართოს საქართველოში სისხლისსამართლებრივი დევნისადმი დაქვემდებარებული პირის აუდიო- ან ვიდეოსაშუალებების გამოყენებით გამოკითხვის/დაკითხვის თხოვნით. გამოკითხვა/დაკითხვა ტარდება მხოლოდ გამოსაკითხი/დასაკითხი პირის წინასწარი თანხმობის შემთხვევაში.
სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ

article  91

11. ამ მუხლის მოთხოვნების მიუხედავად, საქართველოს კომპეტენტური ორგანოები უფლებამოსილი არიან უცხო სახელმწიფოს ტერიტორიაზე მყოფი პირის დისტანციური გამოკითხვა/დაკითხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით აწარმოონ კანონით დადგენილი სხვა წესით.