Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი article 65 ტყითსარგებლობის კანონმდებლობით დადგენილი წესებისა და მოთხოვნების დარღვევა. პლანტაციური მეურნეობის მოწყობის, მერქნიანი მცენარეების პროდუქტებისა და ხის მეორეხარისხოვანი მასალების დამზადების, სახელმწიფო ტყის არამერქნული რესურსებით სარგებლობის, სახელმწიფო ტყითა და სახელმწიფო ტყის სატყეო, სპეციალური დანიშნულების, განსაკუთრებული დანიშნულებისა და გამოუყენებელი მიწებით სასოფლო-სამეურნეო მიზნით სარგებლობის, სახელმწიფო ტყით სპეციალური სარგებლობის, სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო ღონისძიებების განხორციელების, სახელმწიფო ტყით საკურორტო, რეკრეაციული, სპორტული და სხვა კულტურულ-გამაჯანსაღებელი მიზნებით სარგებლობის, სახელმწიფო ტყით სამონადირეო მეურნეობის მოწყობის მიზნით სარგებლობის კანონმდებლობით დადგენილი წესებისა და მოთხოვნების დარღვევა – გამოიწვევს დაჯარიმებას ორმოცდაათიდან ას ორმოცდაათ ლარამდე. |