FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

article  124

ელექტროენერგიის ბაზრის მონაწილეები.
1. ელექტროენერგეტიკულ საწარმოებსა და სხვა იურიდიულ და ფიზიკურ პირებს უფლება აქვთ, ელექტროენერგიის ყიდვა-გაყიდვის მიზნით გახდნენ ელექტროენერგიის ბაზრის მონაწილეები ამ კანონითა და ელექტროენერგიის ბაზრის წესებით განსაზღვრული პირობების დაცვით.
2. ელექტროენერგიის ბაზრის ყველა მონაწილეს, მათ შორის, ელექტროენერგიის მწარმოებელს, ტრეიდერს, ელექტროენერგიის მიმწოდებელს (ელექტროენერგიის საჯარო მომსახურების სახით მიმწოდებლის ჩათვლით), მსხვილ მომხმარებელს, უფლება აქვს, ამ კანონისა და ელექტროენერგიის ბაზრის წესების დაცვით იყიდოს/გაყიდოს ელექტროენერგია ელექტროენერგიის ორგანიზებულ ბაზარსა და ელექტროენერგიის ორმხრივი ხელშეკრულებების ბაზარზე.
3. ელექტროენერგიის ბაზრის მონაწილეებმა ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობები ელექტროენერგიის ბაზრის წესების შესაბამისად უნდა განახორციელონ.
4. გადამცემი და გამანაწილებელი სისტემების ოპერატორები შესაბამის ქსელში არსებული დანაკარგების დაფარვის მიზნით ელექტროენერგიის შესყიდვის ვალდებულების განხორციელებისას წარმოადგენენ ელექტროენერგიის ბაზრის სპეციალურ მონაწილეებს, რომელთა სპეციალური მახასიათებლები განისაზღვრება ელექტროენერგიის ბაზრის წესებით.
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

article  124

5. თუ ელექტროენერგიის ორგანიზებულ ბაზარზე ვაჭრობისას ელექტროენერგიის ბაზრის ოპერატორი არის ხელშეკრულების მხარე ამ კანონის 122-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, იგი განიხილება ელექტროენერგიის ბაზრის სპეციალურ მონაწილედ და მისი სპეციალური მახასიათებლები განისაზღვრება ელექტროენერგიის ბაზრის წესებით.