Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
პროფესიული განათლების შესახებ article 4 პროფესიული განათლების მიღების უფლება და ძირითადი გარანტიები. 1. ყველას აქვს უფლება, ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ისარგებლოს პროფესიული განათლების მიღების უფლებით. 2. პროფესიულ სტუდენტს, მსმენელს, აგრეთვე პროფესიული განათლების მასწავლებელს და მათ გაერთიანებებს უფლება აქვთ, დისკრიმინაციის გარეშე ისარგებლონ საქართველოს კანონმდებლობითა და საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული ყველა უფლებითა და თავისუფლებით. 3. საგანმანათლებლო დაწესებულებამ უნდა უზრუნველყოს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთათვის და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის ინდივიდუალურად მორგებული სასწავლო პროცესისა და საჭირო სპეციალური საგანმანათლებლო მომსახურების არსებობა, აგრეთვე საგანმანათლებლო დაწესებულების სასწავლო გარემოს ხელმისაწვდომობა. |