Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ article 57 რადიოაქტიური ნარჩენების მართვა. 1. რადიოაქტიური ნარჩენების მართვა უნდა განხორციელდეს „გამოყენებულ საწვავთან მოპყრობის უსაფრთხოებისა და რადიოაქტიურ ნარჩენებთან მოპყრობის უსაფრთხოების შესახებ“ გაერთიანებული კონვენციის, ამ კანონის, „რადიოაქტიური ნარჩენების შესახებ“ საქართველოს კანონისა და შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოთხოვნათა შესაბამისად. 2. ქვეყნის ტერიტორიაზე არსებული ყველა რადიოაქტიური ნარჩენი საბოლოოდ რადიოაქტიური ნარჩენების სამარხში უნდა იქნეს განთავსებული. 3. რადიოაქტიური ნარჩენების სახელმწიფო მართვის ფუნქცია ეკისრება მარეგულირებელი ორგანოს რადიოაქტიური ნარჩენების მართვის დეპარტამენტს, რომლის ფუნქციები განისაზღვრება „რადიოაქტიური ნარჩენების შესახებ“ საქართველოს კანონითა და შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით. |