FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

წყლის რესურსების მართვის შესახებ

article  18

სპეციალური წყალსარგებლობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლები. ზედაპირული წყლის ობიექტზე სპეციალური წყალსარგებლობის ნებართვა არ გაიცემა, თუ:
    ა) დარღვეულია „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოთხოვნები;
    ბ) წყალსარგებლობის ნებართვის მისაღებად წარმოდგენილი ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს;
    გ) ზედაპირული წყლის ობიექტში დამაბინძურებელ ნივთიერებათა შემცველი ჩამდინარე წყლების ჩაშვებით დაინტერესებულ პირს არ გააჩნია სათანადო მოწყობილობა (ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობა, დანადგარი), რომელიც უზრუნველყოფს წყლის დაბინძურების, დანაგვიანების ან მასზე სხვაგვარი უარყოფითი ზემოქმედების თავიდან აცილებას;
    დ) ნებართვის გაცემა ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.