Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საინვესტიციო ფონდების შესახებ article 18 საინვესტიციო ფონდებისა და აქტივების მმართველი კომპანიების რეესტრი. 1. საზედამხედველო ორგანო ვალდებულია შექმნას და აწარმოოს ყველა ავტორიზებული, აღიარებული და რეგისტრირებული საინვესტიციო ფონდის, აგრეთვე ყველა ლიცენზირებული, რეგისტრირებული და აღიარებული აქტივების მმართველი კომპანიის რეესტრი და თავისი ოფიციალური ვებგვერდის საშუალებით საჯარო გახადოს მათ შესახებ ამ მუხლითა და საზედამხედველო ორგანოს წესებით გათვალისწინებული ინფორმაცია. 2. თითოეულ საინვესტიციო ფონდსა და მის თითოეულ ქვეფონდს საინვესტიციო ფონდებისა და აქტივების მმართველი კომპანიების რეესტრში უნდა მიენიჭოთ უნიკალური საიდენტიფიკაციო კოდი. 3. საინვესტიციო ფონდებისა და აქტივების მმართველი კომპანიების რეესტრში აღნიშნული უნდა იყოს თითოეული საინვესტიციო ფონდის სახელწოდება, უნდა მიეთითოს მისი სტატუსი (არის ავტორიზებული, რეგისტრირებული თუ აღიარებული), თითოეული საინვესტიციო ფონდის აქტივების მმართველი კომპანია (ასეთის არსებობის შემთხვევაში), აგრეთვე ინფორმაცია ავტორიზებული ან რეგისტრირებული საინვესტიციო ფონდის მიმართ ლიკვიდაციის პროცესის მიმდინარეობის შესახებ. 4. მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, რეგისტრაციისთვის დაეყრდნოს საზედამხედველო ორგანოს მიერ წარმოებულ ამ მუხლით გათვალისწინებულ რეესტრს. |