FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ

article  40

სამთავრობო კომისია და სამუშაო ჯგუფი.
1. გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების შესრულების საკითხებზე მომუშავე სამთავრობო კომისია (შემდგომ − სამთავრობო კომისია) არის საქართველოში მთავარი საკონტაქტო ორგანო გაეროს სანქციების კომიტეტისთვის და სხვა სტრუქტურებისთვის ტერორიზმის დაფინანსებისა და მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელების დაფინანსების პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით ამ თავით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებისას.
2. სამთავრობო კომისიის მართვასთან, სტრუქტურასთან, უფლებამოსილებასთან, შემადგენლობასა და საქმიანობის წესთან დაკავშირებული საკითხები განისაზღვრება სამთავრობო კომისიის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.
3. სამთავრობო კომისია თავისი უფლებამოსილების ფარგლებში თანამშრომლობს და ცვლის ინფორმაციას საქართველოს და სხვა იურისდიქციის კომპეტენტურ ორგანოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან.
4. სამთავრობო კომისიის შემადგენლობაში ფუნქციონირებს მის მიერ შექმნილი თემატური სამუშაო ჯგუფები, რომლებიც უზრუნველყოფენ სათანადო ინფორმაციის მოძიებას, დამუშავებასა და გავრცელებას სამთავრობო კომისიის მიერ საკუთარი ფუნქციების შესასრულებლად.