Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ article 51 გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობის თაობაზე შეტყობინების გაგზავნა. 1. მმართველი ყველა ცნობილ და სავარაუდო კრედიტორს უგზავნის გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობის თაობაზე შეტყობინებას. იგი უნდა შეიცავდეს: ა) ინფორმაციას მოვალის გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობის თაობაზე; ბ) ინფორმაციას მოვალის მიერ კრედიტორის მიმართ აღიარებული ვალდებულების ოდენობის შესახებ, აგრეთვე მითითებას კრედიტორის მიერ ამ კანონით დადგენილ ვადაში აღნიშნულ დენობაზე შედავების უფლების თაობაზე; გ) ინფორმაციას რეაბილიტაციის ან გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე მათი მოსაზრებების ამ კანონით დადგენილ ვადაში წარდგენის შესაძლებლობის შესახებ. |
რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ article 51 2. კრედიტორი უფლებამოსილია გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის ან გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე განჩინების „საქართველოს საკანონმდებლო მაცნის“ ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან 15 დღის ვადაში სასამართლოს წარუდგინოს თავისი მოსაზრება მოვალის გადახდისუუნარობის ან მოსალოდნელი გადახდისუუნარობის და გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოთხოვნილი რეჟიმის გახსნის თაობაზე. ამ მიზნით კრედიტორს უფლება აქვს, გადახდისუუნარობის პრაქტიკოსს დამატებით მოსთხოვოს მოვალესთან დაკავშირებული ფინანსური ან სხვა ინფორმაცია. მმართველი ამ ინფორმაციას, გარდა კომერციული საიდუმლოებისთვის მიკუთვნებული ინფორმაციისა, ელექტრონულ სისტემაში აქვეყნებს. |