Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
კონკურენციის შესახებ article 172 სააგენტოს ფუნქციები. სააგენტოს ფუნქციებია: ა) კონკურენციის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული პოლიტიკის განხორციელება და ამ მიზნით შესაბამისი ნორმატიული აქტების შემუშავებისა და გამოყენების სრულყოფისათვის წინადადებების მომზადება; ბ) საქართველოს სასაქონლო და მომსახურების ბაზრებზე არსებული ვითარების შესასწავლად და კონკურენტული გარემოს შესაფასებლად ამ ბაზრების მონიტორინგი; გ) ამ კანონის მე-11 და 11-1 მუხლებით გათვალისწინებული კონცენტრაციის განხორციელების შემთხვევაში კონკურენტული ეფექტის სავალდებულო შეფასება, შესაბამისი გადაწყვეტილების მომზადება და მიღება; დ) კონკურენციის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დაცვის კონტროლი, ამ კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების გამოვლენა, განხილვა და თავისი კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება; დ-1) „ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ფუნქციების შესრულება; ე) მიღებული გადაწყვეტილებებისა და გაცემული რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგი; ვ) საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სხვა ქვეყნების კონკურენციის პოლიტიკის დაცვის უფლებამოსილების მქონე ორგანოებთან თანამშრომლობა; |
კონკურენციის შესახებ article 172 ზ) საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლებების ორგანოებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა კონკურენციის შესახებ საქართველოს კანონმდებლობისა და კონკურენციის პოლიტიკის სრულყოფის, აგრეთვე ორგანიზაციულ-სამართლებრივი, ტექნიკური და ფინანსური უზრუნველყოფის პრობლემების გადაჭრის მიზნით; თ) კონკურენციის შესახებ საქართველოს კანონმდებლობისა და კონკურენციის პოლიტიკის მიზნებსა და ამოცანებში საზოგადოების გათვითცნობიერება, სააგენტოს საქმიანობის საჯაროობის უზრუნველყოფა; თ-1) „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ფუნქციების შესრულება; თ-2) „ელექტრონული კომერციის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ფუნქციების შესრულება; ი) სააგენტოს დებულებით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების შესრულება. საქართველოს 2014 წლის 21 მარტის კანონი №2159 - ვებგვერდი, 27.03.2014წ. |