Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
სასაქონლო ნიშნების შესახებ article 5 სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე უარის თქმის შედარებითი საფუძვლები. სასაქონლო ნიშანი არ რეგისტრირდება, თუ იგი: ა) იდენტური საქონლის მიმართ რეგისტრირებული, უფრო ადრინდელი პრიორიტეტის მქონე სასაქონლო ნიშნის იდენტურია; ბ) მესამე პირის სახელზე რეგისტრირებული, უფრო ადრინდელი პრიორიტეტის მქონე სასაქონლო ნიშნის იდენტურია, ხოლო შესაბამისი საქონელი – იმდენად მსგავსი, რომ ჩნდება ამ სასაქონლო ნიშნების აღრევის, მათ შორის, ასოცირების შედეგად აღრევის, შესაძლებლობა. ეს ქვეპუნქტი არ გამოიყენება, თუ განმცხადებელი წარადგენს უფრო ადრინდელი პრიორიტეტის მქონე, რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის (ნიშნების) მფლობელის წერილობით თანხმობას სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე; გ) მესამე პირის სახელზე რეგისტრირებული, უფრო ადრინდელი პრიორიტეტის მქონე სასაქონლო ნიშნის მსგავსია, ხოლო შესაბამისი საქონელი – იდენტური ან იმდენად მსგავსი, რომ ჩნდება ამ სასაქონლო ნიშნების აღრევის, მათ შორის, ასოცირების შედეგად აღრევის, შესაძლებლობა. ეს ქვეპუნქტი არ გამოიყენება, თუ განმცხადებელი წარადგენს უფრო ადრინდელი პრიორიტეტის მქონე, რეგისტრირებული სასაქონლო ნიშნის (ნიშნების) მფლობელის წერილობით თანხმობას სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე; |
სასაქონლო ნიშნების შესახებ article 5 დ) საქართველოში რეგისტრირებული, უფრო ადრინდელი პრიორიტეტის მქონე დიზაინის იდენტურია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციას ამ დიზაინზე განსაკუთრებული უფლების მფლობელი ითხოვს. ეს ქვეპუნქტი არ გამოიყენება, თუ განმცხადებელი წარადგენს უფრო ადრინდელი პრიორიტეტის მქონე, რეგისტრირებული დიზაინის (დიზაინების) მფლობელის წერილობით თანხმობას სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე; ე) არის სასაქონლო ნიშანი, რომლის მიმართაც არსებობს „საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძველი; ვ) შეიცავს სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე განაცხადის შეტანამდე საქართველოში ცნობილი პირის სახელს, ფსევდონიმს, ფაქსიმილეს ან პორტრეტს და მის გამოყენებაზე არ არსებობს ამ პირის ან მისი მემკვიდრის თანხმობა, ხოლო თუ იგი საქართველოს ისტორიისა და კულტურის კუთვნილებაა, − საქართველოს კულტურის სამინისტროს თანხმობა; ზ) შეიცავს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ან მუზეუმის სრულ ან შემოკლებულ დასახელებას ან გამოსახულებას და არ არსებობს საქართველოს კულტურის სამინისტროს თანხმობა მის გამოყენებაზე. |