FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

თავდაცვის კოდექსი

article  45

მორიგი სამხედრო წოდების მინიჭების წესი.
1. სამხედრო მოსამსახურეს მორიგი სამხედრო წოდება ენიჭება თანამიმდევრობით, საფეხურის გამოტოვების გარეშე.
2. სამხედრო მოსამსახურეს (გარდა უმაღლესი ოფიცრების შემადგენლობისა) მორიგი სამხედრო წოდება ენიჭება, თუ ერთდროულად არსებობს შემდეგი პირობები:
    ა) გავიდა მორიგი სამხედრო წოდების მისანიჭებლად დადგენილი ვადა, გარდა ამ მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა; ბ)  სამხედრო მოსამსახურე აკმაყოფილებს მისანიჭებელი მორიგი სამხედრო წოდებისთვის დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს;
    გ) სამხედრო მოსამსახურეს უკავია ფაქტობრივ სამხედრო წოდებაზე მაღალი საშტატო კატეგორიის თანამდებობა;
    დ) შერჩევის საბჭომ მიიღო მორიგი სამხედრო წოდების მინიჭების (წოდებრივი დაწინაურების) შესახებ დადებითი გადაწყვეტილება მხოლოდ ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული სამხედრო მოსამსახურეების წოდებრივი კატეგორიებისთვის, რომელთა წოდებრივი დაწინაურება ხდება ცენტრალიზებულად, შერჩევის საბჭოს გადაწყვეტილებით.
3. სამხედრო მოსამსახურე ოფიცრის უმაღლესი სამხედრო წოდების მისანიჭებლად  უნდა აკმაყოფილებდეს ამ მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, ხოლო ოფიცრის პირველი უმაღლესი სამხედრო წოდების მისანიჭებლად − აგრეთვე ამავე მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრულ მოთხოვნებს.
თავდაცვის კოდექსი

article  45

4. ოფიცრის პირველი უმაღლესი სამხედრო წოდება შეიძლება მიენიჭოს პოლკოვნიკის სამხედრო წოდების მქონე სამხედრო მოსამსახურეს, თუ მას 2 წლის განმავლობაში ეკავა პოლკოვნიკის თანამდებობა და 1 წლის განმავლობაში − უმაღლესი ოფიცრის საშტატო კატეგორიის თანამდებობა.
5. სამხედრო მოსამსახურის წოდებრივი დაწინაურების წესი და პროცედურები, აგრეთვე იმ სამხედრო მოსამსახურეების წოდებრივი კატეგორიები, რომელთა წოდებრივი დაწინაურება ხდება ცენტრალიზებულად, შერჩევის საბჭოს გადაწყვეტილებით, განისაზღვრება მინისტრის ნორმატიული აქტით.
6. სამხედრო წოდებას, გარდა ოფიცრის უმაღლესი სამხედრო წოდებისა, ანიჭებს მინისტრი.
7. ოფიცრის უმაღლეს სამხედრო წოდებას საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერით ანიჭებს საქართველოს პრეზიდენტი.
8. ოფიცრის უმაღლესი სამხედრო წოდების მისანიჭებლად სამხედრო მოსამსახურის კანდიდატურას წარადგენს მინისტრი.
9. სამხედრო მოსამსახურეს მორიგი სამხედრო წოდება ვადამდე შეიძლება მიენიჭოს მხოლოდ საომარი მდგომარეობის დროს.
10. სამხედრო მოსამსახურეს სამხედრო წოდება შეიძლება დროებით მიენიჭოს ამ კოდექსის 72-ე მუხლის მე-11 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში.