Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
თავდაცვის კოდექსი article 183 კოდექსის ამოქმედებასთან დაკავშირებით მისაღები/გამოსაცემი სამართლებრივი აქტები. 1. საქართველოს მთავრობამ: ა) ამ კოდექსის ამოქმედებიდან 12 თვის ვადაში დაამტკიცოს: ა.ა) სამხედრო ფიცის ტექსტი; ა.ბ) საერთაშორისო სწავლებაში მონაწილე სუბიექტის მოსამსახურის მიერ სხვა პირისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების წესი; ა.გ) სამშვიდობო ოპერაციის მონაწილე სუბიექტის მივლინების ხარჯების ანაზღაურების წესი და კომპენსაციის ოდენობა; ა.დ) სამშვიდობო ოპერაციის მონაწილე სუბიექტის მოსამსახურის მიერ სხვა პირისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების წესი; ბ) 2025 წლის 1 იანვრამდე დაამტკიცოს შემთხვევითი შერჩევის პრინციპის საფუძველზე გაწვევის წესი. 2. მინისტრმა ამ კოდექსის ამოქმედებიდან 12 თვის ვადაში განსაზღვროს: ა) სამინისტროს სისტემის მოსამსახურის ჯანმრთელობის დაცვასთან (მათ შორის, მის რეაბილიტაციასთან), მისთვის გაწეულ სამედიცინო მომსახურებასა და შესაბამის ანაზღაურებასთან, აგრეთვე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შვებულებასთან დაკავშირებული საკითხები; ბ) სამხედრო მოსამსახურის წოდებრივი დაწინაურების წესი და პროცედურები, აგრეთვე იმ სამხედრო მოსამსახურეების წოდებრივი კატეგორიები, რომელთა წოდებრივი დაწინაურება ხდება ცენტრალიზებულად, შერჩევის საბჭოს გადაწყვეტილებით; |
თავდაცვის კოდექსი article 183 გ) საზღვარგარეთ არსებულ საერთაშორისო ორგანიზაციაში დასაქმებული სამინისტროს სისტემის მოსამსახურისთვის სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერებისა და ანაზღაურების შენარჩუნების წესები; დ) სამხედრო-სამედიცინო კომისიის შექმნის, მის მიერ სამედიცინო შემოწმების/ექსპერტიზის ორგანიზებისა და განხორციელების წესი და შესაბამისი დაავადებების/ტრავმების ნუსხა; ე) სამშვიდობო ოპერაციის მონაწილე სამხედრო კონტინგენტის დაკომპლექტებისა და მივლინების ორგანიზაციული საკითხები, აგრეთვე არასამხედრო კონტინგენტის მივლინების ორგანიზაციული საკითხები; ვ) ქმედება, რომლის ჩადენისთვისაც სამხედრო მოსამსახურეს შეიძლება დისციპლინური პასუხისმგებლობა დაეკისროს, ან/და ამ ქმედებასთან დაკავშირებული საკითხები. 3. საქართველოს მთავრობამ და შესაბამისმა უწყებებმა ამ კოდექსის ამოქმედებიდან 12 თვის ვადაში უზრუნველყონ სათანადო კანონქვემდებარე აქტების ამ კოდექსთან შესაბამისობა. |