FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 6

საქართველოს საბაჟო კოდექსი

article  203

საქონლის ვაჭრობის ხელშეწყობის მიზნით შემოტანა.
1. ამ მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით იმპორტის გადასახადისგან თავისუფლდება უმნიშვნელო ღირებულების საქონლის ნიმუშის შემოტანა, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ იმ საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის წასახალისებლად, რომლის საჩვენებლადაცაა შემოტანილი.
2. ამ მუხლით გათვალისწინებული შეღავათით სარგებლობისთვის საბაჟო ორგანომ შეიძლება მოითხოვოს დანაწევრებით, გახვრეტით, თვალსაჩინო და წაუშლელი ნიშანდებით ან სხვა საშუალებით საქონლის ნიმუშის სამუდამოდ უსარგებლო მდგომარეობაში ყოფნის უზრუნველყოფა, თუ აღნიშნული ქმედება არ გამოიწვევს საქონლის ნიმუშის სადემონსტრაციო მახასიათებლების მოსპობას.
3. ამ მუხლის პირველი ნაწილის მიზნისთვის „საქონლის ნიმუში“ არის ნებისმიერი ნივთი, რომელიც იმავე ხარისხისა და მახასიათებლების საქონლის ერთეულია და რომლის დემონსტრირების მეთოდი და ოდენობა გამორიცხავს მის სხვა მიზნით გამოყენებას, გარდა შეკვეთის მიღებისა.
4. ამ მუხლის მე-5 ნაწილის გათვალისწინებით იმპორტის გადასახადისგან თავისუფლდება შემოსატანი ბეჭდური სარეკლამო მასალა, როგორიცაა კატალოგი, ფასების ჩამონათვალი, გამოყენების ინსტრუქცია, ბროშურა, თუ ეს მასალა დაკავშირებულია:
    ა) გასაყიდ ან გასაქირავებელ საქონელთან;
საქართველოს საბაჟო კოდექსი

article  203

ბ) საქართველოს საბაჟო ტერიტორიის ფარგლების გარეთ დაფუძნებული პირის მიერ შემოთავაზებულ ტრანსპორტირების, დაზღვევის ან საბანკო მომსახურებასთან.
5. ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული შეღავათი ვრცელდება იმ ბეჭდურ სარეკლამო მასალაზე, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ პირობებს:
    ა) ბეჭდურ სარეკლამო მასალაზე თვალსაჩინოდაა გამოსახული იმ კომპანიის სახელწოდება, რომელიც აწარმოებს, ყიდის ან აქირავებს იმ საქონელს ან ახდენს იმ მომსახურების შეთავაზებას, რომლის რეკლამირებაც ამ მასალით ხდება;
    ბ) რამდენიმე დოკუმენტის გამოგზავნისას სასაქონლო პარტია შეიცავს 1 დოკუმენტს ან დოკუმენტის 1 ასლს. სასაქონლო პარტია, რომელიც შეიცავს დოკუმენტის რამდენიმე ასლს, შესაძლებელია არ გათავისუფლდეს იმპორტის გადასახადისგან, თუ სასაქონლო პარტიის ჯამური წონა 1 კილოგრამს აღემატება;
    გ) ბეჭდური სარეკლამო მასალა ერთი და იმავე გამომგზავნის მიერ ერთი და იმავე მიმღებისთვის რამდენიმე სასაქონლო პარტიად არ არის გამოგზავნილი.
6. იმპორტის გადასახადისგან თავისუფლდება აგრეთვე მიმწოდებლის მიერ თავისი მომხმარებლისთვის უსასყიდლოდ გაგზავნილი, რეალური კომერციული ღირებულების არმქონე, სარეკლამო დანიშნულების ნივთი, რომელიც, გარდა სარეკლამო დანიშნულებისა, სხვა დანიშნულებით ვერ იქნება გამოყენებული.
საქართველოს საბაჟო კოდექსი

article  203

7. ამ მუხლის მე-10−მე-13 ნაწილების გათვალისწინებით იმპორტის გადასახადისგან თავისუფლდება შემდეგი საქონლის შემოტანა:
    ა) საქართველოს საბაჟო ტერიტორიის ფარგლების გარეთ წარმოებული საქონლის მცირე ზომის სადემონსტრაციო ნიმუში, რომელიც განკუთვნილია გამოფენა-გაყიდვაზე ან მსგავს ღონისძიებაზე გამოყენებისთვის ან მოხმარებისთვის;
    ბ) მხოლოდ ჩვენების მიზნით ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიის ფარგლების გარეთ წარმოებული მანქანა-დანადგარის ან აპარატურის დემონსტრირებისთვის შემოტანილი საქონელი, რომელიც წარდგენილია გამოფენა-გაყიდვის ან მსგავსი ღონისძიების ფარგლებში;
    გ) მცირე ღირებულების სხვადასხვა მასალა (საღებავი, ლაქი და სხვა), რომელიც გამოიყენება გამოფენა-გაყიდვაზე ან მსგავს ღონისძიებაზე იმ დროებითი სტენდის ასაშენებლად, დასამონტაჟებლად ან გასაფორმებლად, რომელიც გამოყენების შემდეგ განადგურებას ექვემდებარება;
    დ) უსასყიდლოდ მიწოდებული ბეჭდური მასალა, კატალოგი, სარეკლამო პროსპექტი, ფასების ჩამონათვალი, სარეკლამო პლაკატი, კალენდარი, ფოტოსურათი (ჩარჩოს გარეშე) ან სხვა საქონელი, რომელიც რეკლამას უწევს საქართველოს საბაჟო ტერიტორიის ფარგლების გარეთ წარმოებულ, გამოფენა-გაყიდვის ან მსგავსი ღონისძიების ფარგლებში წარდგენილ საქონელს.
საქართველოს საბაჟო კოდექსი

article  203

8. ამ მუხლის მე-7 ნაწილის მიზნისთვის „გამოფენა-გაყიდვა ან მსგავსი ღონისძიება“ არის:
    ა) ვაჭრობასთან, წარმოებასთან, სოფლის მეურნეობასთან ან კუსტარულ ხელოსნობასთან დაკავშირებული გამოფენა, ბაზრობა, ჩვენება ან მსგავსი ღონისძიება;
    ბ) უმთავრესად საქველმოქმედო მიზნით ჩატარებული გამოფენა ან სხვა ღონისძიება;
    გ) უმთავრესად მეცნიერებასთან, ხელოვნებასთან, განათლებასთან, კულტურასთან, სპორტთან, რელიგიასთან, ღვთისმსახურებასთან, ტექნიკასთან, კუსტარულ ხელოსნობასთან, ტურიზმთან ან პროფესიული კავშირის საქმიანობასთან დაკავშირებული ან საერთაშორისო ურთიერთგაგების ხელშეწყობის მიზნით ჩატარებული გამოფენა ან მსგავსი ღონისძიება;
    დ) საერთაშორისო ორგანიზაციის ან სხვა გაერთიანების წარმომადგენლობის შეხვედრა;
    ე) ოფიციალური ან ხსოვნისადმი მიძღვნილი ცერემონია ან შეკრება.
9. ამ მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული „გამოფენა-გაყიდვა ან მსგავსი ღონისძიება“ არ მოიცავს სავაჭრო მოედანზე ან შენობა-ნაგებობაში უცხოური საქონლის გასაყიდად კერძო მიზნით გამართულ გამოფენას.
10. ამ მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათი ვრცელდება მხოლოდ იმ ნიმუშზე, რომელიც:
    ა) შემოტანილია უსასყიდლოდ ან მიღებულია გამოფენაზე უცხო ქვეყნიდან შემოტანილი საბითუმო პარტიიდან;
საქართველოს საბაჟო კოდექსი

article  203

ბ) გამოფენაზე დამსწრე პირს უსასყიდლოდ შესთავაზეს და დაურიგეს მის მიერ გამოყენებისთვის ან მოხმარებისთვის;
    გ) სარეკლამო დანიშნულებისა და დაბალი ღირებულებისაა;
    დ) მარტივად რეალიზაციას არ ექვემდებარება და, საჭიროების შემთხვევაში, იმგვარადაა შეფუთული, რომ მასში საქონლის ოდენობა უფრო ნაკლებია, ვიდრე ბაზარზე გასაყიდი ანალოგიური საქონლის უმცირეს შეფუთვაში;
    ე) არის კვების პროდუქტი ან სასმელი, რომელიც არ არის შეფუთული ამ ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წესით და განკუთვნილია გამოფენაზე მოხმარებისთვის;
    ვ) ჯამური ღირებულებითა და ოდენობით შეესაბამება გამოფენის ხასიათს, დამთვალიერებელთა რაოდენობას და ექსპონენტის (გამომფენის) მონაწილეობის მასშტაბს.
11. ამ მუხლის მე-7 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათი გამოიყენება, თუ შესრულებულია შემდეგი პირობები:
    ა) საქონელი მოიხმარება და ნადგურდება გამოფენაზე;
    ბ) საქონელი ჯამური ღირებულებითა და ოდენობით შეესაბამება გამოფენის ხასიათს, დამთვალიერებელთა რაოდენობას და ექსპონენტის (გამომფენის) მონაწილეობის მასშტაბს.
12. ამ მუხლის მე-7 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათი ვრცელდება საქონლის რეკლამირებისთვის განკუთვნილ იმ ბეჭდურ მასალაზე ან ნივთზე, რომელიც:
    ა) გამოფენაზე დამსწრე პირებისთვის უსასყიდლოდ გავრცელდა;
საქართველოს საბაჟო კოდექსი

article  203

ბ) ჯამური ღირებულებითა და ოდენობით შეესაბამება გამოფენის ხასიათს, დამთვალიერებელთა რაოდენობას და ექსპონენტის (გამომფენის) მონაწილეობის მასშტაბს.
13. ამ მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შეღავათი არ ვრცელდება:
    ა) ალკოჰოლიან სასმელზე;
    ბ) თამბაქოსა და თამბაქოს ნაწარმზე;
    გ) მყარ, თხევად ან აირად მდგომარეობაში მყოფ საწვავზე.