Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
ბავშვის უფლებათა კოდექსი article 63 ბავშვის ალკოჰოლური საშუალებისგან, ნარკოტიკული, ფსიქოტროპული, ტოქსიკური და სხვა მავნე ნივთიერებებისგან დაცვა. 1. აკრძალულია ბავშვისთვის ალკოჰოლური, ნარკოტიკული, ფსიქოტროპული, ტოქსიკური და თრობის სხვა საშუალებების, ალკოჰოლიანი სასმლის, თამბაქოსა და ნიკოტინის შემცველი ნაწარმის ან კაფსულის უსასყიდლო ან სასყიდლიანი მიწოდება, გარდა ბავშვის მიერ ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებების ექიმის დანიშნულებით მიღების შემთხვევებისა. 2. აკრძალულია ბავშვის მიერ შრომითი საქმიანობის ისეთ დაწესებულებაში განხორციელება, სადაც ხდება ალკოჰოლიანი სასმლის, ეროტიკული პროდუქციის, ტოქსიკური ნივთიერების, სამედიცინო მიზნით გამოყენებისთვის ნებადართული ნარკოტიკული და ფსიქოტროპული სამკურნალო საშუალებების ან/და თამბაქოს ნაწარმის წარმოება, დასაწყობება, ტრანსპორტირება ან რეალიზაცია ან რომელიც ფუნქციონირებს, როგორც სათამაშო ბიზნესის განმახორციელებელი დაწესებულება ან ღამის გასართობი დაწესებულება. 3. დაწესებულების მიერ ამ მუხლის მოთხოვნების დარღვევა იწვევს მისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის დაკისრებას. |
ბავშვის უფლებათა კოდექსი article 63 4. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მავნე ნივთიერებების ზეგავლენისგან ბავშვის დაცვის მიზნით პრევენციულ ღონისძიებებს თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს ბავშვის დაცვისა და მხარდაჭერის შესაბამისი მუნიციპალური სამსახური. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების კონტროლს ახორციელებს შრომის კანონმდებლობისა და პირობების ზედამხედველობის განმახორციელებელი სახელმწიფო ორგანო. |