Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საქართველოს საბაჟო კოდექსი article 140 ნაწილობრივ გათავისუფლებით დროებით შემოტანილ საქონელზე იმპორტის გადასახადის ოდენობა. 1. იმპორტის გადასახადისგან ნაწილობრივ გათავისუფლებით დროებით შემოტანილი საქონელი საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის დღიდან საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ყოფნის ყოველ სრულ და არასრულ კალენდარულ თვეზე იბეგრება იმპორტის გადასახადის იმ თანხის 3 პროცენტით, რომელიც გადაიხდევინებოდა დროებით შემოტანის საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის დღეს ამ საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებისას. აღნიშნული თანხა გადახდილი უნდა იქნეს არაუგვიანეს საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ყოფნის ყოველი თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა, ხოლო ბოლო გადახდა უნდა განხორციელდეს დროებით შემოტანის პროცედურის დასრულების დღეს. დეკლარანტს უფლება აქვს, კუთვნილი გადასახდელი თანხა ერთდროულად, ამ ნაწილით დადგენილ ვადაში გადაიხადოს. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გადასახდელი თანხების ჯამური ოდენობა (საურავის გარეშე) არ უნდა აღემატებოდეს იმპორტის გადასახადის იმ თანხას, რომელიც გადაიხდევინებოდა დროებით შემოტანის საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის დღეს შესაბამისი საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებისას. |