Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ article 157 ტრანსსასაზღვრო ვაჭრობა. 1. ამ კანონის მოთხოვნები 2026 წლის 31 აგვისტომდე არ ვრცელდება სამხრეთ კავკასიის მილსადენისა და ჩრდილოეთ-სამხრეთის მაგისტრალური გაზსადენის, როგორც ბუნებრივი გაზის სისტემების, ფუნქციონირებაზე, ოპერირებასა და მართვაზე. 2. საქართველოს ელექტროენერგეტიკული ან/და ბუნებრივი გაზის სისტემების ენერგეტიკული გაერთიანების მხარის შესაბამის სისტემებთან უშუალო ფიზიკურ ურთიერთდაკავშირებამდე ამ კანონის მოთხოვნები არ ვრცელდება ელექტროენერგიის ან/და ბუნებრივი გაზის ტრანსსასაზღვრო გადადინებაზე. 3. იმ ქვეყნებთან, რომლებიც ენერგეტიკული გაერთიანების მხარეები არ არიან, ელექტროენერგიით ან/და ბუნებრივი გაზით ტრანსსასაზღვრო ვაჭრობის ურთიერთობები რეგულირდება შესაბამისი საერთაშორისო შეთანხმებებით და არსებული ურთიერთობების სპეციფიკიდან გამომდინარე, რომელთა შესასრულებლად სათანადო დათქმები შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს ამ კანონის საფუძველზე მიღებულ ბაზრის წესებში ან/და ქსელის წესებში. ამასთანავე, ამ შემთხვევაშიც ამ კანონის მოთხოვნები გათვალისწინებული უნდა იქნეს იმდენად, რამდენადაც ამან შესაძლოა გავლენა იქონიოს ენერგეტიკული გაერთიანების მხარეებს შორის ვაჭრობაზე. |
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ article 157 4. ამ მუხლით გათვალისწინებული გარდამავალი დებულებები გამოიყენება, თუ ისინი არ ზღუდავს კომისიის, საქართველოს სხვა უფლებამოსილი ორგანოებისა და გადამცემი სისტემის ოპერატორის ტრანსსასაზღვრო ან/და რეგიონული თანამშრომლობის ვალდებულებას. |