Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი article 129 დაწესებულ ნორმაზე ზევით ხელბარგისა და ფასგადაუხდელი ბარგის გადაზიდვა. რკინიგზისა და საზღვაო ტრანსპორტით დაწესებულ ნორმაზე ზევით ხელბარგის გადაზიდვა, – გამოიწვევს დაჯარიმებას შრომის ანაზღაურების ერთ მინიმალურ ოდენობამდე. ავტობუსით, ტროლეიბუსით, ტრამვაით, საქალაქო მიმოსვლის სამარშრუტო ტაქსით ბარგის ფასგადაუხდელად გადაზიდვა, – გამოიწვევს დაჯარიმებას ბარგის თითოეული ადგილისათვის შრომის ანაზღაურების ერთ მინიმალურ ოდენობამდე. საგარეუბნო მიმოსვლის სამგზავრო ავტოტრანსპორტით ბარგის ფასგადაუხდელად გადაზიდვა, – გამოიწვევს დაჯარიმებას ბარგის თითოეული ადგილისათვის შრომის ანაზღაურების ერთ მინიმალურ ოდენობამდე. საქალაქთაშორისო მიმოსვლის სამგზავრო ავტოტრანსპორტით ბარგის ფასგადაუხდელად გადაზიდვა, – გამოიწვევს დაჯარიმებას ბარგის თითოეული ადგილისათვის შრომის ანაზღაურების ერთ მინიმალურ ოდენობამდე. |