Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ article 4 შესწავლის ორგანო და მისი უფლებამოსილებები. 1. ამ კანონის შესაბამისად შესწავლას ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო (შემდგომ − შესწავლის ორგანო). 2. შესწავლის ორგანო უფლებამოსილია: ა) ადმინისტრაციული ორგანოებისგან გამოითხოვოს შესწავლის განხორციელებისთვის საჭირო ინფორმაცია (მათ შორის, კონფიდენციალური ინფორმაცია). აღნიშნული ორგანოები ვალდებული არიან შესწავლის ორგანოს მოთხოვნილი ინფორმაცია გონივრულ ვადაში წარუდგინონ; ბ) დაინტერესებული პირებისა და სხვა ფიზიკური და იურიდიული პირებისგან გამოითხოვოს შესწავლის განხორციელებისთვის საჭირო სრული ინფორმაცია (მათ შორის, კონფიდენციალური ინფორმაცია). აღნიშნული პირები ვალდებული არიან შესწავლის ორგანოს მოთხოვნილი ინფორმაცია წარუდგინონ საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული წესისა და პროცედურების შესაბამისად. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირები პასუხისმგებელი არიან მათ მიერ წარდგენილი ინფორმაციის სისწორისთვის; გ) ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად წარდგენილ ინფორმაციაში გონივრული ეჭვის შეტანის შემთხვევაში გადაამოწმოს მისი ნამდვილობა; დ) გამოთხოვილი ინფორმაციის წარუდგენლობის შემთხვევაში შესაბამისი დასკვნა მის ხელთ არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით შეიმუშაოს. |
ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ article 4 3. შესწავლის ორგანო შესწავლის შედეგების საფუძველზე საქართველოს მთავრობას წარუდგენს დასკვნას სპეციალური ანტიდემპინგური ტარიფის შემოღების, გადახედვის ან გაუქმების მიზანშეწონილობის შესახებ. 4. თუ შესწავლის პერიოდში, ამ კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დადასტურდება, რომ შესწავლის ობიექტი დემპინგურია და ადგილობრივ ინდუსტრიას ზიანს აყენებს ან ქმნის მისთვის ზიანის მიყენების საფრთხეს, შესწავლის ორგანო საქართველოს მთავრობას წარუდგენს წინასწარ დასკვნას წინასწარი ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ. |