FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

article  95

საქართველოს მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის მოკლევადიანი გეგმა.
1. საქართველოს მთავრობა ვალდებულია თავისი კანონშემოქმედებითი საქმიანობის მოკლევადიანი გეგმა პარლამენტს წარუდგინოს წელიწადში ორჯერ, თითო სასესიო პერიოდისთვის. საგაზაფხულო სესიისთვის გათვალისწინებული მოკლევადიანი გეგმა პარლამენტს წარედგინება არაუგვიანეს 31 იანვრისა, ხოლო საშემოდგომო სესიისთვის გათვალისწინებული მოკლევადიანი გეგმა – არაუგვიანეს 31 აგვისტოსი.
2. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია პარლამენტს წარუდგინოს აგრეთვე ისეთი საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც არ არის გათვალისწინებული მისი კანონშემოქმედებითი საქმიანობის მოკლევადიანი გეგმით.