Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი article 204 იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხის აღძვრა. 1. საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის, საქართველოს მთავრობის წევრის, საქართველოს გენერალური პროკურორის, გენერალური აუდიტორის, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხის აღძვრის უფლება აქვს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ერთ მესამედს. 2. იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხის აღძვრის წერილობით მოთხოვნაში ჩამოყალიბებული უნდა იყოს: ა) იმ ქმედების აღწერა, რომელიც, საკითხის აღძვრის ინიციატორთა აზრით, იმპიჩმენტის საფუძველია; ბ) საქართველოს კონსტიტუციის დებულებანი, რომლებსაც, საკითხის აღძვრის ინიციატორთა აზრით, არღვევს თანამდებობის პირი, ან/და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი/მუხლები, რომლით/რომლებით გათვალისწინებული დანაშაულიც, საკითხის აღძვრის ინიციატორთა აზრით, ჩაიდინა თანამდებობის პირმა; გ) მტკიცებულებანი, რომლებიც, საკითხის აღძვრის ინიციატორთა აზრით, ადასტურებს კონსტიტუციური წარდგინების საფუძვლიანობას. |
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი article 204 3. თანამდებობის პირის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხის აღძვრისთვის კონსტიტუციური წარდგინების შედგენის შემდეგ, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტისთვის შესაბამისი წარდგინების გადაცემიდან 3 დღის ვადაში აღნიშნული კომიტეტი ამოწმებს ხელმოწერების ნამდვილობას და ადგენს სათანადო დასკვნას. 4. თანამდებობის პირის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხის აღძვრის ინიციატორებმა საკითხის აღძვრიდან 7 დღის ვადაში დასკვნისთვის კონსტიტუციური წარდგინებით უნდა მიმართონ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს. 5. დაუშვებელია პარლამენტის მიერ საქართველოს პრეზიდენტისთვის წარდგენილი ბრალდების განხილვა ან გადაწყვეტილების მიღება საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს. ასეთ შემთხვევაში პარლამენტი საქართველოს პრეზიდენტისთვის წარდგენილი ბრალდების განხილვას იწყებს/აგრძელებს საგანგებო ან საომარი მდგომარეობის გაუქმების შემდეგ უახლოესი (მორიგი ან რიგგარეშე) სესიის პირველსავე სხდომაზე. 6. თუ თანამდებობის პირი, რომლის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხიც აღიძრა, გადადგა ან გაათავისუფლეს თანამდებობიდან, მის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურა წყდება. |