Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი article 12 ცხოველის საკვების უვნებლობის მოთხოვნები. 1. ცხოველის საკვები არ უნდა იქნეს ბაზარზე განთავსებული ან ცხოველის საკვებად გამოყენებული, თუ იგი უვნებელი არ არის. 2. ცხოველის საკვები, რომელიც აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ცხოველის საკვების უვნებლობის მოთხოვნებს, მიიჩნევა უვნებლად. 3. ცხოველის საკვები დანიშნულებისამებრ გამოყენებისათვის მავნედ მიიჩნევა, თუ: ა) ეს საკვები რისკს უქმნის ცხოველის ჯანმრთელობას; ბ) ამ საკვებით გამოკვებილი ცხოველისაგან მიღებული სურსათი მავნეა ადამიანის ჯანმრთელობისათვის. 4. თუ ცხოველის საკვები არ აკმაყოფილებს ცხოველის საკვების უვნებლობის მოთხოვნებს, ამ ცხოველის საკვების მთელი პარტია მავნედ მიიჩნევა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა პარტიის დეტალური შემოწმებისას დადასტურდება, რომ პარტიის დანარჩენი ნაწილი აკმაყოფილებს ცხოველის საკვების უვნებლობის მოთხოვნებს. შემოწმების ხარჯებს ანაზღაურებს ბიზნესოპერატორი. |
სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი article 12 5. ცხოველის საკვების დოკუმენტურად დასაბუთებული შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ცხოველის საკვების უვნებლობის მოთხოვნებთან არ გამორიცხავს სააგენტოს მიერ სათანადო ზომების მიღებას ბაზარზე მისი განთავსების შეზღუდვასთან/აკრძალვასთან ან ბაზრიდან მის ამოღებასთან დაკავშირებით, თუ არსებობს დასაბუთებული ეჭვი, რომ, ცხოველის საკვების უვნებლობის დადგენილ მოთხოვნებთან დოკუმენტურად დასაბუთებული შესაბამისობის მიუხედავად, ცხოველის საკვები უვნებელი არ არის. საქართველოს 2014 წლის 17 აპრილის კანონი №2285 - ვებგვერდი, 02.05.2014წ. მუხლი 12-2. მცენარეთა დაცვის მოთხოვნები 1. ქვეყნის ტერიტორია დაცული უნდა იქნეს საკარანტინო მავნე ორგანიზმების შემოჭრისაგან, შემოტანისა და გავრცელებისაგან. 2. მცენარე, მცენარეული პროდუქტი, სხვა ფიტოსანიტარიული რეგულირებადი ობიექტი დაცული უნდა იქნეს მავნე ორგანიზმებისაგან ფიტოსანიტარიული ზომების გამოყენებით. 3. უზრუნველყოფილი უნდა იქნეს: ა) ადამიანისა და ცხოველის ჯანმრთელობასა და გარემოზე პესტიციდებისა და აგროქიმიკატების მავნე ზემოქმედების თავიდან აცილება; ბ) ფიტოსანიტარიული რეგულირებადი ობიექტის ფიტოსანიტარიული სერტიფიცირება. საქართველოს 2014 წლის 17 აპრილის კანონი №2285 - ვებგვერდი, 02.05.2014წ. |
სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი article 12 მუხლი 13. ბიზნესოპერატორად რეგისტრაცია და აღიარება 1. ბიზნესოპერატორი ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განახორციელოს შესაბამისი საქმიანობის რეგისტრაცია ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში.“; 1-1. ბიზნესოპერატორი ვალდებულია საქმიანობის დაწყების, შეწყვეტის ან/და საქმიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი რეგისტრირებული მონაცემის ცვლილების შემთხვევაში, ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში ცვლილების შეტანის მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიმართოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს. 2. რეგისტრაციის გარეშე ბიზნესოპერატორის საქმიანობა აკრძალულია. 3. სავალდებულოა იმ ბიზნესოპერატორის აღიარება, რომლის საქმიანობა დაკავშირებულია: ა) ცხოველური წარმოშობის სურსათის წარმოებასთან ან/და გადამუშავებასთან, გარდა იმ ბიზნესოპერატორისა, რომელიც: ა.ა) ახორციელებს ოჯახურ წარმოებას; ა.ბ) ახორციელებს პირველად წარმოებას; ა.გ) ტრადიციული მეთოდების გამოყენებით ახორციელებს ცხოველური წარმოშობის სურსათის წარმოებას ან/და გადამუშავებას; ა.დ) მაღალმთიან რეგიონში არაქარხნული წესით ახორციელებს სურსათის/ცხოველის საკვების წარმოებას, გადამუშავებას ან/და პირველად წარმოებას; ა.ე) ახორციელებს პირველადი პროდუქტის პირდაპირ მიწოდებას საბოლოო მომხმარებლისათვის ან საცალო ვაჭრობის პუნქტისათვის, რომელიც უშუალოდ ამარაგებს საბოლოო მომხმარებელს და რომელსაც ამ კოდექსის შესაბამისად აქვს მცირე ბიზნესის სტატუსი; ა.ვ) ახორციელებს ფერმაში დაკლული ფრინველის და ბოცვრისნაირების ხორცის, ნანადირევი გარეული ცხოველისა და ფრინველის ან ნანადირევის ხორცის პირდაპირ მიწოდებას საბოლოო მომხმარებლისათვის ან საცალო ვაჭრობის პუნქტისათვის, რომელიც უშუალოდ ამარაგებს საბოლოო მომხმარებელს და რომელსაც ამ კოდექსის შესაბამისად აქვს მცირე ბიზნესის სტატუსი; ა.ზ) ახორციელებს ისეთი ცხოველური წარმოშობის სურსათის შენახვას, რომელიც არ საჭიროებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ტემპერატურის კონტროლს; ა.თ) ახორციელებს საცალო ვაჭრობას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საცალო ვაჭრობა ხორციელდება ცხოველური წარმოშობის სურსათის სხვა საწარმოსთვის მიწოდების მიზნით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც: ა.თ.ა) საქმიანობა მოიცავს მხოლოდ ცხოველური წარმოშობის სურსათის შენახვას ან ტრანსპორტირებას; ა.თ.ბ) ცხოველური წარმოშობის სურსათი მხოლოდ ერთი საცალო ვაჭრობის პუნქტიდან მეორე საცალო ვაჭრობის პუნქტს მიეწოდება ადგილობრივად; ბ) იმ ცხოველის საკვების წარმოებასთან, გადამუშავებასთან ან/და ბაზარზე განთავსებასთან, რომელიც განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით; გ) ცხოველური წარმოშობის არასასურსათო დანიშნულების პროდუქტთან, რომელიც განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით; დ) მცენარეთა დაცვის სფეროსთან, რომელიც განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. 4. ბიზნესოპერატორის აღიარებას ახორციელებს სააგენტო ინსპექტირების შედეგების მიხედვით, საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული წესის შესაბამისად. 5. აკრძალულია აღიარების გარეშე იმ ბიზნესოპერატორის საქმიანობა, რომელიც აღიარებას ექვემდებარება. 6. სააგენტო უფლებამოსილია, ბიზნესოპერატორის მოთხოვნის შემთხვევაში, აღიაროს ისეთი საქმიანობა, რომელიც ამ კოდექსის შესაბამისად არ ექვემდებარება სავალდებულო აღიარებას. |