FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 3

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

article  123

ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის კონცეფცია და ელექტროენერგიის ბაზრის წესები.
1. ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის კონცეფციას კომისიასთან თანამშრომლობით შეიმუშავებს სამინისტრო და ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.
2. ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის კონცეფცია აყალიბებს საქართველოში ელექტროენერგიის ბაზრის ორგანიზებისა და ფუნქციონირების სახელმძღვანელო პრინციპებს. სახელმძღვანელო პრინციპები იმ ფარგლებში, რომლებიც აუცილებელია ელექტროენერგიის ბაზრის სტრუქტურის ზოგადი არსის განსასაზღვრად, უნდა აყალიბებდეს ბაზრის მონაწილეების უფლება-მოვალეობებისა და ბაზრის სტრუქტურის ზოგად მონახაზს. ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის კონცეფციით უნდა დადგინდეს ამ კანონის ამოქმედებამდე ელექტროენერგეტიკულ საწარმოებთან გაფორმებული ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულების მექანიზმი ამ კანონის მე-9 მუხლის მოთხოვნათა დაცვით, ასევე შეიძლება განისაზღვროს სამიზნე მოდელზე გადასვლის ეტაპები, საჯარო მომსახურების ორგანიზება და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ელექტროენერგიის მიწოდების სპეციალური მოთხოვნები. ელექტროენერგიის ბაზრის ორგანიზება და ოპერირება, მათ შორის, ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის კონცეფციით განსაზღვრული ბაზრის ნებისმიერ სეგმენტთან დაკავშირებული ყველა პროცედურა, რეგულირდება კომისიის მიერ ელექტროენერგიის ბაზრის წესებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

article  123

3. ელექტროენერგიის ბაზრის წესებით განისაზღვრება ელექტროენერგიის ბაზრის ორგანიზებისა და ოპერირების წესი, აგრეთვე სხვა დაკავშირებული საკითხები, მათ შორის:
    ა) ელექტროენერგიის ბაზრის მოდელი, ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის კონცეფციის შესაბამისად;
    ბ) ელექტროენერგიის ბაზრის ორგანიზებისა და ოპერირების პროცედურები, პრინციპები და სტანდარტები, ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის კონცეფციის შესაბამისად; ბ-1) ელექტროენერგიის ბაზარზე ვაჭრობის საკვალიფიკაციო მოთხოვნები, ასეთი მოთხოვნების არსებობის შემთხვევაში;
    გ) ელექტროენერგიის ბაზრის მონაწილეების იდენტიფიცირებისა და რეგისტრაციის მეთოდები;
    დ) ელექტროენერგიის ბაზარზე დასადები ხელშეკრულებების სახეები და ნიმუშები;
    ე) პროდუქტები, რომელთა ყიდვა-გაყიდვა ხორციელდება ელექტროენერგიის ბაზარზე;
    ვ) ელექტროენერგიის ბაზარზე განხორციელებული ოპერაციების რეესტრის წარმოების სტანდარტი და პროცედურა;
    ზ) ელექტროენერგიის ბაზრის ფუნქციონირებისთვის საჭირო მონაცემთა ბაზების შექმნისა და წარმოების სტანდარტი და პროცედურა;
    თ) ელექტროენერგიის ყიდვა-გაყიდვის დღიური გრაფიკების მომზადების, გამოყენების, გადამოწმებისა და შეცვლის სტანდარტი და პროცედურა;
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ

article  123

ი) ელექტროენერგიის გადამცემ და გამანაწილებელ ქსელებში არსებული დანაკარგების აღმოსაფხვრელად ელექტროენერგიის შესყიდვის სტანდარტი და პროცედურა;
    კ) უბალანსობის გაანგარიშება და მასზე პასუხისმგებლობა;
    ლ) დაბალანსების ჯგუფის უბალანსობის მაჩვენებლის გაანგარიშება და დაბალანსებაზე პასუხისმგებელი პირების მიერ ბაზარზე უბალანსობასთან დაკავშირებული ფინანსური ანგარიშსწორება;
    მ) ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის კონცეფციით განსაზღვრული ბაზრის თითოეული სეგმენტის ორგანიზებისა და ოპერირების პირობები;
    ნ) ელექტროენერგიის ბაზრის ორგანიზებისა და ოპერირებისთვის, აგრეთვე ბაზრის შიგნით პროცედურების მოწესრიგებისთვის აუცილებელი სხვა პირობები; ო)  ორმხრივი  ხელშეკრულებებით ელექტროენერგიის ყიდვა-გაყიდვის  წესი და პროცედურა.