Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
საქართველოს საგადასახადო კოდექსი article 158 დღგ-ით დასაბეგრი პირი. 1. დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ − დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა. 2. ამ კარის მიზნებისთვის ეკონომიკურ საქმიანობად განიხილება: ა) „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტითა და მე-3 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული საქმიანობა; ბ) საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ოპერაციების განმახორციელებელი პირების საქმიანობა, გარდა ერთჯერადი/ არარეგულარული ხასიათის საქმიანობისა, ამ მუხლის მე-3 ნაწილის გათვალისწინებით; გ) ქონების გამოყენება რეგულარული შემოსავლის მიღების მიზნით. 3. ერთჯერადი/არარეგულარული ხასიათის მიუხედავად, ნებისმიერ შემთხვევაში, ეკონომიკურ საქმიანობად განიხილება არასაცხოვრებელი დანიშნულების შენობის/ნაგებობის მიწოდება. 4. ეკონომიკურ საქმიანობად არ განიხილება: ა) ამ კოდექსის მე-9 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ−ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქმიანობები; |
საქართველოს საგადასახადო კოდექსი article 158 ბ) სახელმწიფო ხელისუფლების/მუნიციპალიტეტის ორგანოს ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქმიანობა, თუ ის საქმიანობის განხორციელებისას მოქმედებს, როგორც სახელმწიფო ორგანო (ახორციელებს სახელმწიფოს მიერ მისთვის დელეგირებულ უფლებამოსილებას), იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ამ საქმიანობისთვის დადგენილია საწევრო, მოსაკრებელი, საფასური ან სხვა გადასახდელი, გარდა: ბ.ა) ტელესაკომუნიკაციო მომსახურებისა; ბ.ბ) წყლის, გაზის, ელექტროენერგიის ან თბოენერგიის მიწოდებისა; ბ.გ) საქონლის ტრანსპორტირებისა; ბ.დ) პორტის ან აეროპორტის მომსახურებისა; ბ.ე) მგზავრის ტრანსპორტირებისა; ბ.ვ) რეალიზაციის მიზნით წარმოებული საქონლის მიწოდებისა; ბ.ზ) საშუამავლო სააგენტოს მეშვეობით სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მიწოდებისა და მომსახურების გაწევისა; ბ.თ) გამოფენა-გაყიდვის ორგანიზებისა; ბ.ი) დასაწყობებისა; ბ.კ) სარეკლამო საქმიანობისა; ბ.ლ) ტურისტული აგენტის საქმიანობისა; ბ.მ) საზოგადოებრივი კვებისა; ბ.ნ) რადიო- და ტელესამაუწყებლო საქმიანობისა. |
საქართველოს საგადასახადო კოდექსი article 158 5. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია, კონკურენციის შეზღუდვის თავიდან აცილების მიზნით, განსაზღვროს ამ მუხლის მე-4 ნაწილისგან განსხვავებული საქმიანობის სახეები, რომელთა განხორციელების შემთხვევაში, სახელმწიფო ხელისუფლების/მუნიციპალიტეტის ორგანოს ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქმიანობა განიხილება ეკონომიკურ საქმიანობად. |