Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 3
ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ article 39 თანამშრომლობა და ინფორმაციის გაცვლა. 1. ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიზნით კომპეტენტურმა ორგანოებმა უნდა ითანამშრომლონ ერთმანეთთან თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში სათანადო ინფორმაციის გაცვლითა და გამოცდილების გაზიარებით. 2. საზედამხედველო ორგანო ვალდებულია დროულად აცნობოს სამსახურს ანგარიშვალდებული პირის შემოწმების ჩატარებისას გამოვლენილი ამ კანონის ან შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის მოთხოვნის დარღვევის შესახებ. სამსახურს დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს საზედამხედველო ორგანოს მიერ გამოვლენილი ფულის გათეთრების ან ტერორიზმის დაფინანსების შესაძლო ფაქტის შესახებ. 3. საზედამხედველო ორგანომ ჯგუფზე ეფექტიანი ზედამხედველობის განხორციელების ან მისი ხელშეწყობის მიზნით უნდა ითანამშრომლოს და გაცვალოს სათანადო ინფორმაცია ანგარიშვალდებული პირის სათავო ან შვილობილი საწარმოს (ორგანიზაციის) ან ფილიალის ადგილსამყოფელი იურისდიქციის შესაბამის საზედამხედველო ორგანოებთან. 4. სამსახური ვალდებულია დროულად აცნობოს საზედამხედველო ორგანოს ანგარიშვალდებული პირის მიერ ამ კანონის ან შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის მოთხოვნის დარღვევის შესაძლო ფაქტის შესახებ. |
ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ article 39 5. საქართველოს გენერალური პროკურატურა, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, შემოსავლების სამსახური, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ვალდებულია სამსახურის მიერ მოთხოვნის შემთხვევაში მას გონივრულ ვადაში აცნობოს ამ კანონის მოთხოვნების შესაბამისად სამსახურისგან მიღებული ანალიზის შედეგებისა და სამსახურისგან მიღებული სხვა ინფორმაციის (დოკუმენტის) გამოყენებისა და მისი შედეგის შესახებ. 6. სამსახური უფლებამოსილია საქართველოს გენერალური პროკურორის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის ან საამისოდ უფლებამოსილი მათი მოადგილეების დასაბუთებული მიმართვის საფუძველზე საქართველოს გენერალურ პროკურატურას, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს მიაწოდოს თავის ხელთ არსებული კონფიდენციალური ინფორმაცია (დოკუმენტი), რომელიც აუცილებელია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის გამოძიების მიზნების მისაღწევად. |
ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ article 39 7. კომპეტენტური ორგანო მტკიცებულების ძალის მქონე დოკუმენტს სამსახურისგან მოიპოვებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით. |