Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ article 7 სააგენტოს ამოცანები. სააგენტოს ამოცანებია: ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, უფლებამოსილი ორგანოს მიმართვის საფუძველზე, სპეციალური ტექნოლოგიური საშუალებებით, ფარული მეთოდებით საქართველოს კონსტიტუციური წყობილების, სუვერენიტეტის, თავდაცვისუნარიანობის, ტერიტორიული მთლიანობის, მართლწესრიგისა და სამხედრო პოტენციალის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებათა შესახებ ინფორმაციის მოპოვება, აგრეთვე სისხლის სამართლის საქმეზე ფაქტობრივი მონაცემების მოპოვება და ამ მიზნით ისეთ ღონისძიებათა განხორციელება, რომლებიც დაკავშირებულია: ა.ა) სატელეფონო კომუნიკაციის ფარულ მიყურადებასთან და ჩაწერასთან; ა.ბ) კავშირგაბმულობის არხიდან ინფორმაციის მოპოვებასთან; ა.გ) კომპიუტერული სისტემიდან ინფორმაციის მოპოვებასთან; ა.დ) გეოლოკაციის რეალურ დროში განსაზღვრასთან; ა.ე) საფოსტო-სატელეგრაფო გზავნილის კონტროლთან; ა.ვ) ფარულ ვიდეოჩაწერასთან ან/და აუდიოჩაწერასთან, ფოტოგადაღებასთან; ბ) სახელმწიფო უწყებებისა და დაწესებულებების საინფორმაციო-ტექნოლოგიური უზრუნველყოფა. |