FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 3

რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ

article  50

მმართველის დანიშვნა.
1. სასამართლო ამ კანონით დადგენილი წესით შერჩეულ გადახდისუუნარობის პრაქტიკოსს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისთანავე ატყობინებს რეაბილიტაციის ან გაკოტრების რეჟიმის გახსნისა და მისი მმართველად დანიშვნის თაობაზე. ამ შეტყობინებას უნდა ერთოდეს განჩინება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და რეაბილიტაციის ან გაკოტრების რეჟიმის გახსნის თაობაზე.
2. მმართველი თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას:
    ა) გასცემს თანხმობას ისეთ გარიგებაზე: ა.ა) რომელიც იდება 2 თვეზე მეტი ვადით; ა.ბ) რომელიც სცილდება მოვალის ჩვეულებრივ კომერციულ საქმიანობას; ა.გ) რომლის ღირებულება (რამდენიმე გარიგების შემთხვევაში − მათი ჯამური ღირებულება) მოვალის წინა წლის ბრუნვის 30 პროცენტს აღემატება;
    ბ) ამ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად ადგენს ანგარიშებს და მათ სასამართლოს წარუდგენს;
    გ) ანგარიშების შედგენის მიზნით შეისწავლის კრედიტორულ მოთხოვნებს;
    დ) ამ კანონის 52-ე მუხლის შესაბამისად ადგენს კრედიტორთა პირველად რეესტრს;
რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ

article  50

ე) უფლებამოსილია მოვალეს მოსთხოვოს ინფორმაცია მისი ქონების, ვალდებულებების, ფინანსური მდგომარეობისა და საქმიანობის შესახებ, აგრეთვე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობის მომენტისთვის სასამართლოში მიმდინარე დავების თაობაზე. მმართველს ასევე უფლება აქვს, მოვალეს მოსთხოვოს მის მიერ წარდგენილი ინფორმაციის დაზუსტება;
    ვ) ეძებს და აღწერს მოვალის სახელზე რიცხულ ქონებას;
    ზ) კრედიტორებს დაუყოვნებლივ ატყობინებს გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობისა და გადახდისუუნარობის საქმის წარმოებისას ელექტრონული სისტემის გამოყენების ვალდებულების შესახებ. ამ შეტყობინებაში აგრეთვე მითითებული უნდა იყოს, რომ კრედიტორებს აქვთ უფლება, ამ კანონით დადგენილ ვადაში წარადგინონ თავიანთი მოთხოვნები და მოსაზრებები;
    თ) სასამართლოს მიმართავს შუამდგომლობით მისთვის მოვალის მართვის უფლების სრულად გადაცემის შესახებ, თუ საწარმოს არ ჰყავს ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი, მათ შორის, ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი, რომელსაც შენარჩუნებული აქვს ამ კანონით დადგენილი წესით საწარმოს მართვის უფლება: თ.ა) არ თანამშრომლობს მასთან ამ კანონის მოთხოვნების შესაბამისად; თ.ბ) აშკარად ზიანს აყენებს გადახდისუუნარობის მასას;
რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ

article  50

თ.გ) თავს არიდებს საქართველოს კანონმდებლობით ან მისი წესდებით გათვალისწინებული მოვალეობების შესრულებას, მათ შორის, აღარ მართავს საწარმოს.
3. მმართველის მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გარიგების დადებაზე თანხმობის გაცემაზე უარის თქმის შემთხვევაში მოვალეს უფლება აქვს, ნებართვის გაცემის მოთხოვნით განცხადება სასამართლოს წარუდგინოს. მას გამოაქვს განჩინება მოვალის განცხადების დაკმაყოფილების შესახებ ან მოვალის განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.