Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 6
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ article 30 ამომრჩეველთა ერთიანი სია და მისი ფორმირების წესი. 1. უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ერთიანი სია არის აქტიური საარჩევნო უფლების მქონე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებულ პირთა სია, რომელიც იყოფა საარჩევნო უბნების მიხედვით. 2. ამომრჩეველთა ერთიან სიაში შეიტანება ამომრჩევლის შესახებ შემდეგი მონაცემები: ა) სახელი, გვარი; ბ) დაბადების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი); გ) მისამართი (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით); დ) საქართველოს მოქალაქის პირადი ნომერი; ე) ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი (საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირისთვის, მისამართის მითითების გარეშე რეგისტრირებული პირისთვის, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციიდან მოხსნილი პირისთვის, აგრეთვე პირისთვის, რომლის რეგისტრაციაც ძალადაკარგულად გამოცხადდა სააგენტოს გადაწყვეტილებით, აღინიშნება დროებითი საცხოვრებლის მისამართი. სხვა სახელმწიფოში მყოფი პირისთვის მიეთითება „საკონსულო აღრიცხვაზეა“ (აღნიშნული ჩანაწერი არ არის საქართველოში რეგისტრაციის ადგილის მიხედვით კენჭისყრაში მონაწილეობის უფლების შეზღუდვის საფუძველი), ხოლო თუ ასეთი პირი არ დგას საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე – „იმყოფება უცხოეთში“); ვ) ამომრჩეველთა ერთიან სიაში რეგისტრაციის თარიღი; |
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ article 30 ზ) ფოტოსურათი (სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არსებული უახლესი ფოტოსურათი ციფრულ ფორმატში); თ) სქესი. 3. ამომრჩეველთა ერთიან სიაში ამომრჩევლის შესახებ მონაცემები, როგორც წესი, შეიტანება მისი რეგისტრაციის ადგილის მიხედვით. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირი, თუ მისი რეგისტრაციის მისამართი, საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან სააგენტოს მონაცემთა ბაზის მიხედვით, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზეა, ამომრჩეველთა ერთიან სიაში შეჰყავთ მისი ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. 4. ამომრჩეველთა ერთიანი სია დგება არჩევნების თარიღის გამოცხადებისას საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში არსებული ინფორმაციის საფუძველზე. 5. ამომრჩეველთა ერთიანი სიის ფორმირება ხორციელდება საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ შესაბამისად. საარჩევნო პერიოდში ამომრჩეველთა ერთიან სიაში ცვლილების განხორციელება ხდება საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ დადგენილი წესის მიხედვით. |
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ article 30 6. არჩევნების დანიშვნიდან 5 დღის ვადაში და შემდგომ, კენჭისყრამდე არაუგვიანეს მე-5 დღისა ცესკო უსკოს გადასცემს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა ერთიან სიას. უსკო თავის ვებგვერდზე აქვეყნებს ინფორმაციას ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის შესახებ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში და მის ყოველ საარჩევნო ოლქში. 7. თუ ერთდროულად ტარდება საქართველოს ორგანული კანონით ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ განსაზღვრული საერთო და უმაღლესი საბჭოს არჩევნები, საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ განსაზღვრული საერთო არჩევნებისათვის ფორმირებული ამომრჩეველთა ერთიანი სია აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, წარმოადგენს უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ერთიან სიას. |
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ article 30 71. თუ ერთდროულად ტარდება საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ განსაზღვრული საერთო და უმაღლესი საბჭოს არჩევნები, საერთო არჩევნებისათვის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე არსებული საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ დამტკიცებული სპეციალური სიები, იმავდროულად წარმოადგენს უმაღლესი საბჭოს არჩევნების სპეციალურ სიებს და ამ სიებში შეყვანილი ამომრჩევლები უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილეობენ საერთო არჩევნებისათვის საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ დადგენილი წესების შესაბამისად. |
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ article 30 72. საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიას, ამ კანონის 46-ე მუხლით განსაზღვრულ დამკვირვებელ ორგანიზაციას (არასაარჩევნო პერიოდში − ბოლო საერთო არჩევნებისას რეგისტრირებულ დამკვირვებელ ორგანიზაციას), ამომრჩეველს უფლება აქვთ, გაეცნონ უსკოში, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში არსებულ ამომრჩეველთა სიების საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებულ ვერსიას. ამომრჩეველს უფლება აქვს, მოითხოვოს მხოლოდ მის და მისი ოჯახის წევრთა შესახებ არსებული ყველა მონაცემის გაცნობა და მათში ცვლილების შეტანა) და უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში არჩევნების დღემდე არა უგვიანეს მე-18 დღისა, ხოლო არასაარჩევნო პერიოდში – ნებისმიერ დროს მოითხოვოს ამომრჩეველთა შესახებ მონაცემებსა და ამომრჩეველთა სიებში ცვლილების შეტანა. მონაცემების გაცნობა და ასლის გაცემა ხდება საჯარო ინფორმაციის გაცნობისა და გაცემისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 7-2 პუნქტით განსაზღვრულ პირს გადაეცემა მხოლოდ ელექტრონული სახით. უფლებამოსილმა პირმა სიის მისაღებად შესაბამის საარჩევნო კომისიას უნდა წარუდგინოს სათანადო მოცულობის მქონე ინფორმაციის ელექტრომატარებელი. |
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნების შესახებ article 30 74. საუბნო საარჩევნო კომისიას არჩევნების დღემდე 30-ე დღიდან გადაეცემა ცესკოს და უსკოს მიერ დამოწმებული ამომრჩეველთა ერთიანი სიის საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ვერსია, არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-2 დღისა – დაზუსტებული სიების საბოლოო, საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ვერსიები, ხოლო კენჭისყრამდე არაუგვიანეს 12 საათისა − საარჩევნო კომისიისთვის განკუთვნილი დაზუსტებული სიების საბოლოო ვერსიები. ამომრჩეველთა ერთიანი სიის საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ვერსია (ფოტოსურათების გარეშე) დაუყოვნებლივ გამოიკვრება საუბნო საარჩევნო კომისიის შენობაში თვალსაჩინო ადგილას. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2016 წლის 26 აგვისტოს კანონი № 169 -უ.ს.რ.ს. - ვებგვერდი, 31.08.2016წ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2020 წლის 24 ივლისის კანონი №124-უ.ს.რ.ს. - ვებგვერდი, 30.07.2020წ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2020 წლის 8 აგვისტოს კანონი №134 - უ.ს.რ.ს. - ვებგვერდი, 12.08.2020წ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2023 წლის 18 მაისის კანონი №71-IIს - ვებგვერდი, 19.05.2023წ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2025 წლის 17 ივლისის კანონი №39-რ.ს. - ვებგვერდი, 18.07.2025წ. |