FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 3

სასაქონლო ნიშნების შესახებ

article  4

სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე უარის თქმის აბსოლუტური საფუძვლები.
1. სასაქონლო ნიშანი არ რეგისტრირდება, თუ შესაბამისი სიმბოლო ან სიმბოლოთა ერთობლიობა:
    ა) არ აკმაყოფილებს ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს;
    ბ) არაგანმასხვავებელუნარიანია შესაბამისი საქონლის მიმართ;
    გ) აღწერილობითია იმ საქონლის მიმართ, რომლისთვისაც მოითხოვება მისი რეგისტრაცია, არის საქონლის მხოლოდ სახეობის, ხარისხის, რაოდენობის, თვისების, ღირებულების, დანიშნულების, გეოგრაფიული წარმოშობის, გასაღების ადგილის ან დროის ან საქონლის სხვა მახასიათებლის აღმნიშვნელი ან/და მიჩნეულია ასეთად;
    დ) საყოველთაოდ გამოიყენება, როგორც გარკვეული სახის საქონლის გვარეობითი ცნება, ან არის სამოქალაქო ბრუნვაში იმ საქონლის დამახასიათებელი, საყოველთაოდ დამკვიდრებული ტერმინი ან სიმბოლო ან სიმბოლოთა ერთობლიობა, რომლისთვისაც მოითხოვება მისი რეგისტრაცია;
    ე) ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან მორალის აღიარებულ პრინციპებს;
    ვ) შესაძლებელს ხდის, მომხმარებელს საქონლის ხარისხის, თვისების, გეოგრაფიული წარმოშობის ან/და საქონლის სხვა მახასიათებლის შესახებ მცდარი წარმოდგენა შეექმნას;
სასაქონლო ნიშნების შესახებ

article  4

ზ) მთლიანად ან რომელიმე ნაწილით ემთხვევა ისეთ სიმბოლოს, რომელიც პარიზის კონვენციის 6ter მუხლის საფუძველზე რეგისტრაციას არ ექვემდებარება, და არ არსებობს შესაბამისი კომპეტენტური უწყების ნებართვა მის გამოყენებაზე, ან მთლიანად ან რომელიმე ნაწილით ემთხვევა საქართველოს ან მისი ტერიტორიული ერთეულის არსებულ/ისტორიულ დასახელებას და არ არსებობს საქართველოს კულტურის სამინისტროს თანხმობა მის გამოყენებაზე;
    თ) მთლიანად ან რომელიმე ნაწილით ემთხვევა გერბს, ემბლემას, სახელწოდებას ან ორგანიზაციის ნიშანს, რომელიც პარიზის კონვენციის 6ter მუხლის შესაბამისად დაცული არ არის, მაგრამ საქართველოში აღნიშნული ნიშნის დაცვის მიმართ საჯარო ინტერესი არსებობს და არ არსებობს ამ ნიშნის მფლობელის ან/და სხვა კომპეტენტური უწყების თანხმობა მის გამოყენებაზე;
    ი) შეიცავს ან რომელიმე ნაწილით ემთხვევა მცენარის ახალი ჯიშის დასახელებას, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის ან საერთაშორისო კანონმდებლობის საფუძველზე დაცულია საქართველოში, და სასაქონლო ნიშნის რეგისტრაცია მოითხოვება მცენარის იმავე ან მსგავსი ჯიშისთვის;
    კ) აღნიშნავს მხოლოდ საქონლის ფორმას ან სხვა მახასიათებელს, რომელიც: კ.ა) განპირობებულია საქონლის თვისებებით; კ.ბ) აუცილებელია ტექნიკური შედეგის მისაღწევად; კ.გ) საქონელს არსებით ღირებულებას სძენს.
სასაქონლო ნიშნების შესახებ

article  4

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“−„დ“ და „ვ“ ქვეპუნქტები არ გამოიყენება, თუ სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე ეს სასაქონლო ნიშანი სამოქალაქო ბრუნვაში გამოყენების შედეგად განაცხადში მითითებული საქონლის მიმართ განმასხვავებელ სიმბოლოდ დამკვიდრდა.