Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
მეზღვაურთა შრომის შესახებ article 28 საზღვაო შრომის სერტიფიკატი და საზღვაო შრომის შესაბამისობის დეკლარაცია. 1. სააგენტო ან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დელეგირებული უფლებამოსილებით აღჭურვილი აღიარებული ორგანიზაცია ან პირი საქართველოს სახელმწიფო დროშით მცურავ გემზე გასცემს საზღვაო შრომის სერტიფიკატს. 2. საზღვაო შრომის სერტიფიკატი, რომელიც გაიცემა გემის ინსპექტირების ჩატარების შედეგად, ადასტურებს, რომ გემზე არსებული საცხოვრებელი და სამუშაო პირობები შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობისა და კონვენციის მოთხოვნებს და გემთმფლობელის მიერ მიღებულია საზღვაო შრომის შესაბამისობის დეკლარაციაში მითითებული ზომები. 3. საზღვაო შრომის სერტიფიკატს თან უნდა ერთოდეს საზღვაო შრომის შესაბამისობის დეკლარაცია. 4. საზღვაო შრომის სერტიფიკატის ფორმა და საზღვაო შრომის შესაბამისობის დეკლარაციის ფორმა მტკიცდება სააგენტოს დირექტორის ნორმატიული აქტით. 5. თუ სააგენტოს ან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დელეგირებული უფლებამოსილებით აღჭურვილი აღიარებული ორგანიზაციის ან პირის მიერ ინსპექტირების ჩატარების შედეგად დადგინდა, რომ გემი აკმაყოფილებს ამ კანონისა და კონვენციის მოთხოვნებს, საზღვაო შრომის სერტიფიკატი გაიცემა ან განახლდება. 6. საზღვაო შრომის სერტიფიკატი ძალაშია გაცემიდან 5 წლის განმავლობაში. 7. შესაძლებელია 6 თვის ვადით გაიცეს დროებითი სერტიფიკატი, როდესაც: ა) გემი ცვლის დროშას; |