Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 5
პოლიციის შესახებ article 33 სპეციალური საშუალებების გამოყენება. 1. პოლიციელი საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დასაცავად იყენებს პასიურ და აქტიურ სპეციალურ საშუალებებს. 2. პასიური სპეციალური საშუალებები უზრუნველყოფს პოლიციელის ან/და მის მიერ დასაცავი პირის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვას. ასეთი სპეციალური საშუალებებია: ჯავშანჟილეტი, ჩაფხუტი, ფარი, აირწინაღი და სხეულის დაცვის სხვა სპეციალური საშუალებები. 3. აქტიური სპეციალური საშუალებები პირს მოკლე ვადით უსპობს პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევის უნარს ან/და პოლიციელს ეხმარება საპოლიციო ფუნქციის შესრულებაში. ასეთი სპეციალური საშუალებებია: ხელბორკილი და შებორკვის სხვა საშუალება, სპეციალური ხელკეტი, ცრემლსადენი გაზი, წიწაკის გაზი, აკუსტიკური საშუალება, არალეტალური იარაღი (მათ შორის, არალეტალური ჭურვი), ფსიქოლოგიური ზემოქმედების შუქბგერითი მოწყობილობა, ტრანსპორტის იძულებითი გაჩერების საშუალება, დაბრკოლების დამანგრეველი საშუალება, წყალსატყორცნი, ჯავშანმანქანა და სხვა სპეციალური სატრანსპორტო საშუალება, სპეციალური საღებავი, სასამსახურო ძაღლი და სასამსახურო ცხენი, ელექტროშოკური მოწყობილობა და შესაბოჭი ბადე. აღნიშნული სპეციალური საშუალებები გამოიყენება: |
პოლიციის შესახებ article 33 ა) ხელბორკილი და შებორკვის სხვა საშუალება – დანაშაულის ან საზოგადოებრივად საშიში ქმედების ჩამდენი პირის მიმართ, რომელიც უძალიანდება ან შეიძლება გაუძალიანდეს პოლიციელს, ან გაქცევას ცდილობს; დაკავებულის ან დაპატიმრებულის ბადრაგირებისას; თუ პირს თავისი საშიში მოქმედებით შეუძლია ზიანი მიაყენოს საკუთარ თავსა და სხვას; ბ) სპეციალური ხელკეტი – პირზე, პოლიციელზე ან/და დაცულ ობიექტზე თავდასხმის მოსაგერიებლად; დანაშაულის ჩამდენი ან მართლწესრიგის დამრღვევი პირის დაკავებისას, თუ იგი ბოროტად არ ემორჩილება პოლიციელის კანონიერ მოთხოვნას; მართლწესრიგის მასობრივი და ჯგუფური დარღვევის აღსაკვეთად; გ) ცრემლსადენი გაზი, წიწაკის გაზი, აკუსტიკური საშუალება და არალეტალური იარაღი (მათ შორის, არალეტალური ჭურვი) – პირზე, პოლიციელზე ან/და დაცულ ობიექტზე თავდასხმის მოსაგერიებლად; მართლწესრიგის მასობრივი და ჯგუფური დარღვევის აღსაკვეთად; დანაშაულის ან საზოგადოებრივად საშიში ქმედების ჩამდენი პირის დაკავებისას ან მისი იძულების მიზნით, დატოვოს დაკავებული ტერიტორია, სატრანსპორტო საშუალება ან შენობა-ნაგებობა, სადაც თავს აფარებს; |
პოლიციის შესახებ article 33 დ) ფსიქოლოგიური ზემოქმედების შუქბგერითი მოწყობილობა – სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივ ობიექტზე თავდასხმის მოსაგერიებლად, პირზე ან/და პოლიციელზე თავდასხმის მოსაგერიებლად, შეიარაღებული წინააღმდეგობის გამწევი პირის დასაკავებლად; შენობა-ნაგებობიდან, მიწის ნაკვეთიდან, სატრანსპორტო საშუალებიდან შეჭრილი დამნაშავის ან საზოგადოებრივად საშიში ქმედების ჩამდენი პირის გამოსაძევებლად, უკანონოდ თავისუფლებააღკვეთილის გასათავისუფლებლად; ე) ტრანსპორტის იძულებითი გაჩერების საშუალება – სატრანსპორტო საშუალების იძულებით გასაჩერებლად, რომლის მძღოლმა არ შეასრულა პოლიციელის მოთხოვნა გაჩერების შესახებ და რომლის მოქმედებაც საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, ან თუ ასეთი საშუალების გამოყენება აუცილებელია პროპორციული სამართლებრივი სიკეთის დასაცავად; ვ) დაბრკოლების დამანგრეველი საშუალება – დანაშაულის ან საზოგადოებრივად საშიში ქმედების ჩამდენი პირის დაკავებისას, დახურული სივრციდან უკანონოდ თავისუფლებააღკვეთილის გასათავისუფლებლად; |
პოლიციის შესახებ article 33 ზ) წყალსატყორცნი, ჯავშანმანქანა და სხვა სპეციალური სატრანსპორტო საშუალება – მართლწესრიგის მასობრივი დარღვევის აღსაკვეთად, სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივ ობიექტზე ჯგუფური თავდასხმის მოსაგერიებლად, სატრანსპორტო საშუალების იძულებით გასაჩერებლად, რომლის მძღოლმა არ შეასრულა პოლიციელის მოთხოვნა გაჩერების შესახებ, შეიარაღებული დამნაშავის დასაკავებლად; თ) სპეციალური საღებავი – დანაშაულის ჩამდენი პირის გამოსავლენად; ი) სასამსახურო ძაღლი – მართლწესრიგის მასობრივი დარღვევის აღსაკვეთად, დანაშაულის ან საზოგადოებრივად საშიში ქმედების ჩამდენი პირის დევნისას და დაკავებისას, დაკავებულის ან დაპატიმრებულის ბადრაგირებისას, პირზე ან/და პოლიციელზე თავდასხმის მოსაგერიებლად; კ) სასამსახურო ცხენი – დანაშაულის ან საზოგადოებრივად საშიში ქმედების ჩამდენი პირის დევნისას და დაკავებისას, პატრულირებისას, მართლწესრიგის მასობრივი დარღვევის აღსაკვეთად; ლ) ელექტროშოკური მოწყობილობა – პირზე, პოლიციელზე ან/და დაცულ ობიექტზე თავდასხმის მოსაგერიებლად; მ) შესაბოჭი ბადე – სამართალდამრღვევის დევნისას, შეიარაღებული თავდასხმის მოსაგერიებლად, თავდამსხმელის შესაპყრობად. |
პოლიციის შესახებ article 33 4. პოლიციელი ვალდებულია სპეციალური საშუალების გამოყენების შედეგად პირის დაჭრის ან დაზიანების შესახებ აცნობოს უშუალო უფროსსა და პროკურორს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა პირის დაჭრის ან დაზიანების შესახებ უშუალო უფროსისა და პროკურორისათვის შეტყობინება შეუძლებელია, დაკავშირებულია განსაკუთრებულ სირთულეებთან ან ხელს შეუშლის საპოლიციო ფუნქციის შესრულებას. 5. თუ სპეციალური საშუალება პირთა განუსაზღვრელი წრის მიმართ გამოიყენება, ამის შესახებ ხელმძღვანელმა თანამდებობის პირმა უნდა აცნობოს უშუალო უფროსსა და პროკურორს. 6. პოლიციის შეიარაღებაში არსებული სპეციალური საშუალებების შენახვის, ტარებისა და გამოყენების წესები განისაზღვრება მინისტრის ნორმატიული აქტებით. |