FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი

article  70

ტექნიკური კომიტეტი.
1. სააგენტო დაინტერესებული მხარეების მონაწილეობით ცალკეულ სფეროებში, საჭიროების/პრიორიტეტულობის გათვალისწინებით ქმნის სტანდარტიზაციის ტექნიკურ კომიტეტებს. დაინტერესებული მხარეები სტანდარტიზაციის ტექნიკური კომიტეტის მუშაობაში ნებაყოფლობით, თანასწორობის საფუძველზე მონაწილეობენ.
2. სტანდარტიზაციის ტექნიკური კომიტეტის ფუნქციაა, კონსენსუსით მიიღოს გადაწყვეტილება სტანდარტის მიღების მიზანშეწონილობის ან სტანდარტის მიღების მიზანშეწონილობაზე უარის თქმის შესახებ.
3. ტექნიკური კომიტეტის შექმნის პროცედურა დგინდება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანებით, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით. მუხლი 70-1. სტანდარტიზაციის საბჭო 1. სტანდარტიზაციის საბჭო არის სააგენტოს საკონსულტაციო ორგანო, რომელიც იქმნება დაინტერესებული მხარეებისგან თანასწორობის საფუძველზე და მონაწილეობს სტანდარტიზაციის სფეროს პოლიტიკასთან დაკავშირებული რეკომენდაციების განხილვასა და შემუშავებაში.
2. სტანდარტიზაციის საბჭოს შექმნისა და მის მიერ საქმიანობის განხორციელების წესს ამტკიცებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი.
3. სტანდარტიზაციის საბჭო საქმიანობას ახორციელებს გამჭვირვალობის, მიუკერძოებლობის, ღიაობისა და სტანდარტიზაციის სხვა პრინციპების საფუძველზე.