FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

საქართველოს საბაჟო კოდექსი

article  201

საერთაშორისო ურთიერთობების ფარგლებში მიღებული საჩუქრის შემოტანა.
1. ამ მუხლისა და, შესაბამის შემთხვევაში, ამ კოდექსის 190-ე მუხლის გათვალისწინებით იმპორტის გადასახადისგან თავისუფლდება საქონელი, რომელიც:
    ა) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოიტანა იმ პირმა,რომელმაც ეს საქონელი უცხო ქვეყანაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში მასპინძელი ქვეყნის სახელმწიფო დაწესებულებისგან საჩუქრის სახით მიიღო;
    ბ) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოიტანა იმ პირმა, რომელიც საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შემოდის და ეს საქონელი საქართველოს სახელმწიფო დაწესებულებისთვის საჩუქრის სახით გადასაცემად შემოაქვს;
    გ) მეგობრობისა და კეთილი ნების ნიშნად, საჩუქრის სახით გამოგზავნილია უცხო ქვეყნის საზოგადოებრივი ინტერესების განმახორციელებელი ოფიციალური ორგანოს, საჯარო დაწესებულების ან ჯგუფის მიერ და რომელიც საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე არსებული საზოგადოებრივი ინტერესების განმახორციელებელი ოფიციალური ორგანოსთვის, საჯარო დაწესებულებისთვის ან ჯგუფისთვის არის განკუთვნილი.
2. ამ მუხლით გათვალისწინებული შეღავათი არ ვრცელდება ალკოჰოლიან სასმელზე, თამბაქოსა და თამბაქოს ნაწარმზე.
3. ამ მუხლით გათვალისწინებული შეღავათი გამოიყენება, თუ შესრულებულია ყველა შემდეგი პირობა:
    ა) საჩუქრად განკუთვნილი საქონლის შემოტანა არასისტემატურად ხდება;
საქართველოს საბაჟო კოდექსი

article  201

ბ) საჩუქრად განკუთვნილი საქონელი მახასიათებლებით, ღირებულებით ან ოდენობით ეკონომიკური საქმიანობისთვის არ არის განკუთვნილი;
    გ) საჩუქრად განკუთვნილი საქონელი სამეწარმეო მიზნით არ გამოიყენება.