FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

ბავშვის უფლებათა კოდექსი

article  61

დანაშაულის შედეგად დაზარალებულის, ძალადობის მსხვერპლისა და მოწმის დაცვა, მხარდაჭერა და რეაბილიტაცია.
1. სახელმწიფო ქმნის დანაშაულის შედეგად დაზარალებული ან/და ძალადობის მსხვერპლი ან/და მოწმე ბავშვისთვის ხელმისაწვდომ მხარდაჭერის, ფიზიკური და ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის მოკლე- და გრძელვადიან პროგრამებსა და სერვისებს, დამცირებისგან, ხელახალი ტრავმირებისა და ზიანისგან ბავშვის დაცვის, მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის, გასაჩივრებისა და ზიანის ანაზღაურების მექანიზმებს.
2. დანაშაულის შედეგად დაზარალებულ ან/და ძალადობის მსხვერპლ ან/და სავარაუდო მსხვერპლ ბავშვს უფლება აქვს, სახელმწიფოსგან მიიღოს კომპენსაცია, მათ შორის, ფინანსური ზარალის ანაზღაურება სწრაფი პროცედურებით, როდესაც დამნაშავისგან ამგვარი ანაზღაურების სწრაფად მიღება შეუძლებელია.
3. სახელმწიფო უზრუნველყოფს დანაშაულის შედეგად დაზარალებული და დანაშაულის მოწმე ბავშვების უფლებების დაცვას და მათი მეორეული ვიქტიმიზაციის თავიდან აცილებას, აგრეთვე დანაშაულის შედეგად დაზარალებული ბავშვის ხელახალი ვიქტიმიზაციის თავიდან აცილებას მართლმსაჯულების განხორციელების ყველა სტადიაზე, საქართველოს კანონმდებლობის, მათ შორის, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის, შესაბამისად.
ბავშვის უფლებათა კოდექსი

article  61

4. სახელმწიფო უზრუნველყოფს ძალადობის მსხვერპლ ან/და მოწმე ბავშვთან საჯარო დაწესებულებაში მომუშავე ყველა პირის სავალდებულო სწავლებას/სპეციალიზაციას დადგენილი სტანდარტების შესაბამისად.