Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი article 27 ჯგუფური დანაშაული. 1. დანაშაული ჯგუფის მიერაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში წინასწარ შეუთანხმებლად ერთობლივად მონაწილეობდა ორი ან მეტი ამსრულებელი. 2. დანაშაული ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებითაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში მონაწილენი წინასწარ შეკავშირდნენ დანაშაულის ერთობლივად ჩასადენად. 3. დანაშაული ორგანიზებული ჯგუფის მიერაა ჩადენილი, თუ იგი განახორციელა დროის განსაზღვრულ პერიოდში არსებულმა, შეთანხმებულად მოქმედმა, სტრუქტურული ფორმის მქონე ჯგუფმა, რომლის წევრები წინასწარ შეკავშირდნენ ერთი ან რამდენიმე დანაშაულის ჩასადენად ან რომლის მიზანია პირდაპირ ან არაპირდაპირ ფინანსური ან სხვა მატერიალური სარგებლის უკანონოდ მიღება. 4. ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ორგანიზებული ჯგუფის შექმნისათვის ან ხელმძღვანელობისათვის დაეკისრება იმას, ვინც შექმნა ასეთი ჯგუფი ან ხელმძღვანელობდა მას. მასვე დაეკისრება პასუხისმგებლობა ამ ჯგუფის მიერ ჩადენილი ყველა დანაშაულისათვის, თუ მათ მოიცავდა მისი განზრახვა. ორგანიზებული ჯგუფის სხვა მონაწილე პასუხს აგებს ჯგუფის მონაწილეობისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში, აგრეთვე იმ დანაშაულისათვის, რომლის მომზადებაშიც ან ჩადენაშიც იგი მონაწილეობდა. |