Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი article 2051 ქონების გადამალვა მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით. 1. საწარმოში ან სხვა ორგანიზაციაში ხელმძღვანელობითი, წარმომადგენლობითი ან სხვა სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირის მიერ ქონების გადამალვა მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით, ჩადენილი მოსალოდნელი ან/და უკვე არსებული ქონებრივი ვალდებულებისათვის თავის არიდების მიზნით, – ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას სამოცდაათიდან ორას საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე. 2. იგივე ქმედება, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, − ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე. 3. იგივე ქმედება, ჩადენილი: ა) სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით; ბ) დიდი ოდენობით; გ) არაერთგზის, – ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე. 4. იგივე ქმედება, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ, − ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან ათ წლამდე. |