Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 4
შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ article 65 11. ნაშვილების მაიდენტიფიცირებელი მონაცემები მისმა ბიოლოგიურმა მშობელმა (ბიოლოგიურმა მშობლებმა) შეიძლება მიიღოს (მიიღონ), თუ ნაშვილებმა სრულწლოვანების მიღწევის შემდეგ სააგენტოში შეიტანა განცხადება იმის თაობაზე, რომ ბიოლოგიური მშობლისთვის (ბიოლოგიური მშობლებისთვის) ხელმისაწვდომი იყოს მისი მაიდენტიფიცირებელი მონაცემები. |
შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ article 65 შვილად აყვანის საიდუმლოობა. 1. შვილად აყვანის საიდუმლოების გამჟღავნება იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. მოსამართლე, რომელმაც მიიღო შვილად აყვანის შესახებ გადაწყვეტილება, ბავშვის ბიოლოგიური მშობელი, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენელი, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს თანამშრომელი, შვილად აყვანის პროცედურაში მონაწილე ნებისმიერი პირი ვალდებულია საიდუმლოდ შეინახოს შვილად აყვანის პროცედურის განხორციელების ნებისმიერ ეტაპზე მიღებული ინფორმაცია. 3. სააგენტო უზრუნველყოფს, რომ მშვილებელმა (მშვილებლებმა) ბავშვის შვილად აყვანამდე სათანადო წესის დაცვით მიიღოს (მიიღონ) მისი პირადი მონაცემების შესახებ ინფორმაცია (ინფორმაცია ბავშვის სახელისა და გვარის, დაბადების თარიღისა და ადგილის შესახებ, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში), აგრეთვე ინფორმაცია მისი ბიოლოგიური მშობლის (ბიოლოგიური მშობლების) ვინაობის თაობაზე). 4. ნაშვილებს შეუძლია მიიღოს თავისი ბიოლოგიური მშობლის (ბიოლოგიური მშობლების) ვინაობის შესახებ ინფორმაცია მშვილებლისა (მშვილებლებისა) და ბიოლოგიური მშობლის (ბიოლოგიური მშობლების) თანხმობით. |
შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ article 65 5. ნაშვილებს შეუძლია მიიღოს ინფორმაცია გაშვილებამდე არსებული მისი პირადი მონაცემების შესახებ (ინფორმაცია სახელისა და გვარის, დაბადების თარიღისა და ადგილის შესახებ, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში)). 6. ნაშვილების განცხადების საფუძველზე სააგენტო მიმართავს შესაბამის ორგანოებს ამ პირის გაშვილების, მისი ბიოლოგიური მშობლის (ბიოლოგიური მშობლების) ვინაობისა და ადგილსამყოფლის დასადგენად. თუ ნაშვილების ბიოლოგიური მშობლის (ბიოლოგიური მშობლების) ვინაობა და ადგილსამყოფელი ვერ დადგინდა, რის გამოც შეუძლებელია მისი (მათი) პოზიციის გარკვევა, სააგენტო დაინტერესებულ პირს აწვდის პირად ინფორმაციას (ინფორმაციას სახელისა და გვარის, დაბადების თარიღისა და ადგილის შესახებ, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას (ასეთის არსებობის შემთხვევაში)). 7. სააგენტო უფლებამოსილია ბიოლოგიური მშობლის (ბიოლოგიური მშობლების) განცხადების საფუძველზე მიმართოს შესაბამის ორგანოებს მისი (მათი) ბიოლოგიური შვილის მოძიების თაობაზე. თუ დადგინდა, რომ ბიოლოგიური შვილი გაშვილებულია, სააგენტო წყვეტს საქმის წარმოებას. 8. სააგენტო ნაშვილებს არ აწვდის მისი ბიოლოგიური მშობლის (ბიოლოგიური მშობლების) მაიდენტიფიცირებელ მონაცემებს, თუ: |
შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ article 65 ა) ბიოლოგიური მშობელი (ბიოლოგიური მშობლები) წინააღმდეგია (წინააღმდეგი არიან), რომ ნაშვილებმა მიიღოს აღნიშნული მონაცემები; ბ) ბავშვის გაშვილების პროცესში მისმა ბიოლოგიურმა მშობელმა (ბიოლოგიურმა მშობლებმა) ნებაყოფლობით განაცხადა (განაცხადეს) უარი იმაზე, რომ ნაშვილებმა ან მშვილებელმა (მშვილებლებმა) მომავალში მიიღოს (მიიღონ) ბიოლოგიური მშობლის (ბიოლოგიური მშობლების) მაიდენტიფიცირებელი მონაცემები. ამ შემთხვევაში სააგენტო არ უკავშირდება ბიოლოგიურ მშობელს (ბიოლოგიურ მშობლებს). 9. ბავშვის ბიოლოგიურ მშობელს (ბიოლოგიურ მშობლებს) უფლება აქვს (აქვთ), ნებისმიერ დროს გამოითხოვოს (გამოითხოვონ) თავისი (თავიანთი) უარი, რათა სურვილის შემთხვევაში ნაშვილებმა ან მშვილებელმა (მშვილებლებმა) მიიღოს (მიიღონ) ბიოლოგიური მშობლის (ბიოლოგიური მშობლების) მაიდენტიფიცირებელი მონაცემები. 10. ამ მუხლით განსაზღვრული თანხმობა სავალდებულო არ არის, თუ ნაშვილების ბიოლოგიური მშობელი (ბიოლოგიური მშობლები) ან მშვილებელი (მშვილებლები) გარდაცვლილია (გარდაცვლილი არიან), გარდა ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. |