FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი

article  165

ძებნილი ბრალდებულისათვის (მსჯავრდებულისათვის) საქართველოს მოქალაქის პასპორტის, ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მოქმედების შეჩერების ვადა.
1. ძებნილი ბრალდებულისათვის (მსჯავრდებულისათვის) საქართველოს მოქალაქის პასპორტის, ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მოქმედება შეჩერდება განაჩენის აღსრულებამდე, სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტამდე.
2. პროკურორი უფლებამოსილია ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ვადაზე ადრე, ნებისმიერ დროს გამოიტანოს დადგენილება საქართველოს მოქალაქის პასპორტის, ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მოქმედების შეჩერების გაუქმების შესახებ.
3. საქართველოს მოქალაქის პასპორტის, ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მოქმედების შეჩერების გაუქმების შესახებ დადგენილება პროკურორმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს.
4. პირს, რომლის საქართველოს მოქალაქის პასპორტის, ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მოქმედებაც შეჩერდა, უფლება აქვს, აცნობოს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს აღნიშნული პასპორტის/დოკუმენტის მოქმედების შეჩერების გაუქმების შესახებ.