Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 2
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი article 329 ძალადაკარგული ნორმატიული აქტი. 1. ამ კოდექსის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი (პარლამენტის უწყებანი, №13-14, 8.04.1998, გვ. 31). 2. ამ კოდექსის ამოქმედებამდე მიღებულ საპროცესო გადაწყვეტილებებს უნარჩუნდება კანონიერი ძალა. 3. ამ კოდექსის ამოქმედებამდე დაწყებულ სისხლისსამართლებრივი დევნის საქმეებზე სისხლის სამართლის პროცესი გრძელდება საქართველოს 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით , გარდა ამავე კოდექსის 168-2 მუხლებით გათვალისწინებული განრიდების გამოყენების შემთხვევებისა. |
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი article 329 ძალადაკარგული ნორმატიული აქტი. . . 31. თუ ბრალდებულის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა ამ კოდექსის ამოქმედებამდე დაიწყო და მის მიმართ შეჩერებულია ან შეჩერებული იყო ბრალდებულად ყოფნის ვადის დინება, სისხლის სამართლის პროცესი გრძელდება 1998 წლის 20 თებერვლის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით (გარდა 75-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ბრალდებულად ყოფნის ვადის დინების შეჩერებისა). ასეთ შემთხვევაში საქმის სასამართლოში წარმართვამდე ბრალდებულად ყოფნის ვადაა 9 თვე. ამ ვადის დინება გრძელდება 2015 წლის 1 მაისიდან. აღნიშნულ ვადაში არ ითვლება პერიოდი, რომლის განმავლობაშიც შეჩერებული იყო ბრალდებულად ყოფნის ვადის დინება. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2014 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილება №1/4/557, 571,576 – ვებგვერდი, 26.11.2014წ. |