FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 3

ტანისა და თეძმის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ

article  6

ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიის მართვა.
1. ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიის მართვა ხორციელდება „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის მენეჯმენტის გეგმის ან დროებითი რეგულირების წესის და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად.
2. ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიას მართავს გორის მუნიციპალიტეტი სახელმწიფოს მიერ დელეგირებული უფლებამოსილებების ფარგლებში, რისთვისაც გამოიყოფა შესაბამისი ფინანსური რესურსი.
3. ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიის მართვასთან დაკავშირებული ცალკეული საკითხების შესასწავლად და შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების მოსამზადებლად გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ქმნის სათათბირო ორგანოს (საბჭოს).
4. სათათბირო ორგანოს (საბჭოს) შემადგენლობა, უფლებები, მოვალეობები და მის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა, პროცედურული საკითხები განისაზღვრება სათათბირო ორგანოს (საბჭოს) დებულებით, რომელსაც ამტკიცებს გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
ტანისა და თეძმის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ

article  6

5. სათათბირო ორგანოს (საბჭოს) შემადგენლობაში შედის (შედიან) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის (ერთეულების) წარმომადგენელი (წარმომადგენლები) ბიოლოგიური მრავალფეროვნებისა და დაცული ტერიტორიების სფეროებში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების უზრუნველსაყოფად. სათათბირო ორგანოს (საბჭოს) გადაწყვეტილებები ვრცელდება ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე.
6. სახელმწიფოს მიერ გორის მუნიციპალიტეტისთვის დელეგირებული უფლებამოსილებებია:
    ა) ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიის მოვლა-პატრონობა, შენარჩუნება, აღდგენა, დაცვა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის უზრუნველყოფა;
    ბ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის მენეჯმენტის გეგმის ან დროებითი რეგულირების წესის შემუშავება;
    გ) მონიტორინგისა და მეცნიერული კვლევის ორგანიზება, დაკვირვებით მიღებული მონაცემების დამუშავება, შენახვა და გავრცელება;
    დ) ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის მდგომარეობის შესახებ მოხსენების რეგულარულად მომზადება;
    ე) ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრირება;
ტანისა და თეძმის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ

article  6

ვ) ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის ფუნქციონირებისთვის აუცილებელი სამშენებლო საქმიანობისა და კეთილმოწყობის სამუშაოების (ბილიკების, ზღუდეების, თავშესაფრების, გზამკვლევების მოწყობისა და სხვა) ორგანიზება;
    ზ) ტანისა და თეძმის დაცულ ლანდშაფტთან დაკავშირებული საერთაშორისო თანამშრომლობა და შესაბამის პროგრამებში მონაწილეობა;
    თ) სამთავრობო დაწესებულებებსა და ადგილობრივ და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;
    ი) დაინტერესებულ საზოგადოებასთან თანამშრომლობა;
    კ) ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე ტურისტული მომსახურების გაწევის ტარიფების განსაზღვრა;
    ლ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 239-ე მუხლის 4-4 ნაწილით განსაზღვრული კოდექსის მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ჩადენისას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების შედგენა;
    მ) საქართველოს საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული სხვა საქმიანობების განხორციელება.
7. ამ მუხლით გათვალისწინებული დელეგირებული უფლებამოსილებების განხორციელებაზე დარგობრივ ზედამხედველობას საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ შესაბამისად ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.