FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 1

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

article  641

დაცული ტერიტორიებისა და მათი ტერიტორიულ-ფუნქციონალური ზონების საზღვრების ფარგლებში მერქნიანი მცენარის უკანონო გაჩეხვა ან/და დაზიანება (მათ შორის, ხეტყის უკანონო დამზადება).
1. დაცული ტერიტორიის დადგენილი საზღვრების ფარგლებში მერქნიანი მცენარის უკანონო გაჩეხვა ან/და დაზიანება (მათ შორის, ხეტყის უკანონო დამზადება) − გამოიწვევს დაჯარიმებას 2 500 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის იარაღის კონფისკაციით ან უამისოდ და სამართალდარღვევის ობიექტის კონფისკაციით.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების სახელმწიფო ნაკრძალის, ეროვნული პარკის ბუნების მკაცრი დაცვის ზონის, ბუნების ძეგლის, ბიოსფერული რეზერვატის ბირთვის (ბუნების მკაცრი დაცვის) ზონის, მსოფლიო მემკვიდრეობის უბნის ან საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორიის დადგენილი საზღვრების ფარგლებში ან საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი სახეობის მიმართ ჩადენა – გამოიწვევს დაჯარიმებას 6 000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის იარაღისა და სამართალდარღვევის ობიექტის კონფისკაციით