Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ article 28 კომპიუტერული პროგრამისა და მონაცემთა ბაზის მფლობელთა უფლებების შეზღუდვები. 1. პირი, რომელიც მართლზომიერად ფლობს კომპიუტერული პროგრამის ან მონაცემთა ბაზის ეგზემპლარს, უფლებამოსილია ავტორის ან საავტორო უფლების სხვა მფლობელის თანხმობისა და მისთვის საავტორო ჰონორარის გადახდის გარეშე: ა) შეიტანოს კომპიუტერულ პროგრამაში ან მონაცემთა ბაზაში ცვლილებები, რომლებიც აუცილებელია მომხმარებლის ტექნიკურ საშუალებათა ფუნქციონირებისათვის, აგრეთვე განახორციელოს კომპიუტერული პროგრამის ან მონაცემთა ბაზის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული ნებისმიერი მოქმედება, მათ შორის, ჩაწერა და კომპიუტერის მეხსიერებაში შენახვა (ერთი კომპიუტერისათვის ან ქსელის ერთი მომხმარებლისათვის), აშკარა შეცდომების გასწორება, თუ საავტორო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული; ბ) დაამზადოს კომპიუტერული პროგრამის ან მონაცემთა ბაზის სარეზერვო ეგზემპლარი იმ პირობით, რომ იგი განკუთვნილია მხოლოდ არქივისათვის და მართლზომიერი მფლობელის დაკარგული, განადგურებული ან სარგებლობისათვის გამოუსადეგარი ეგზემპლარის შესაცვლელად. 2. კომპიუტერული პროგრამის ან მონაცემთა ბაზის სარეზერვო ეგზემპლარი არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესებისაგან განსხვავებული მიზნით და უნდა განადგურდეს კომპიუტერული პროგრამის ან მონაცემთა ბაზის მფლობელობის უფლების შეწყვეტისთანავე. |