FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 2

მობილიზაციის შესახებ

article  4

მობილიზაციის არსი. მობილიზაციის არსია:
    ა) მობილიზაციისათვის მზადყოფნის და მისი სამეცნიერო და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა;
    ბ) აღმასრულებელი ხელისუფლების, მუნიციპალიტეტის ორგანოების, სახელმწიფო საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების, კერძო სამართლის იურიდიული პირების მუშაობის რეჟიმის განსაზღვრა და მათი მომზადება მობილიზაციის დროს სამუშაოდ;
    გ) აღმასრულებელი ხელისუფლების, მუნიციპალიტეტის ორგანოების, სახელმწიფო საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების, კერძო სამართლის იურიდიული პირების მობილიზაციის რეჟიმზე გადასაყვან ღონისძიებათა განხორციელება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
    დ) თავდაცვის ძალების მობილიზაციისათვის მომზადება;
    ე) თავდაცვის ძალების საომარ მდგომარეობაზე ან/და საგანგებო მდგომარეობაზე გადაყვანა;
    ვ) საქართველოს ეკონომიკის, თავდაცვის ძალების სამობილიზაციო გეგმების შემუშავება;
    ზ) საქართველოს სამობილიზაციო მზადყოფნის მდგომარეობის შეფასება;
    თ) სამობილიზაციო რეზერვების შექმნა, შენარჩუნება და განვითარება მობილიზაციის დროს სახელმწიფოს, თავდაცვის ძალებისა და მოსახლეობის მოთხოვნილებათა დასაკმაყოფილებლად;
მობილიზაციის შესახებ

article  4

მობილიზაციის არსი. .
    კ) სამობილიზაციო რეზერვებში მატერიალური ფასეულობების, სასურსათო და არასასურსათო საქონლის, ნავთობპროდუქტების ხელშეუხებელი მარაგის შექმნა, დაგროვება, შენახვა და დროულად განახლება;
    ლ) მობილიზაციის დროს მოსახლეობის სურსათით და არასასურსათო საქონლით მომარაგებისათვის მზადება და ორგანიზაცია, სამედიცინო დახმარებით, ტრანსპორტითა და კავშირგაბმულობის საშუალებებით უზრუნველყოფა;
    მ) აღმასრულებელი ხელისუფლების მართვის პუნქტის შექმნა და მომზადება მობილიზაციის დროს სამუშაოდ;
    ნ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა მომზადება მობილიზაციის დროს სამუშაოდ;
    ო) აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებში, მუნიციპალიტეტებში, საწარმოებში, დაწესებულებებსა და ორგანიზაციებში რეზერვისტთა დაჯავშნა მობილიზაციის დროს მოქმედ ეკონომიკის შესაბამისი დარგის ობიექტებზე სამუშაოდ;
    პ) სწავლება და ვარჯიში სამობილიზაციო გაშლისა და სამობილიზაციო გეგმების შესასრულებლად.