Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
ნარჩენების მართვის კოდექსი article 29 ნარჩენების აღრიცხვისა და ანგარიშგების ვალდებულება. 1. ნარჩენების აღრიცხვისა და სამინისტროს წინაშე შესაბამისი ანგარიშგების ვალდებულება ეკისრებათ: ა) ამ კოდექსის 24-ე და 26-ე მუხლებით გათვალისწინებული საქმიანობების განმახორციელებელ პირებს; ბ) ნარჩენების წარმომქმნელს, რომლის სამეწარმეო საქმიანობის შედეგად წლის განმავლობაში 2 ტონაზე მეტი არასახიფათო ნარჩენი (გარდა მუნიციპალური ნარჩენისა) ან ნებისმიერი რაოდენობის სახიფათო ნარჩენი წარმოიქმნება. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ნარჩენების შესახებ მონაცემებს იმავე ნაწილით განსაზღვრული პირები 3 წლის განმავლობაში ინახავენ. ეს მოთხოვნა არ ვრცელდება ნაგავსაყრელის ოპერატორზე. იგი ვალდებულია აღნიშნული მონაცემები შეინახოს ნაგავსაყრელის ფუნქციონირების ვადის ამოწურვამდე და ნაგავსაყრელის დახურვის შემდგომი მოვლის პერიოდში. 3. ნარჩენების აღრიცხვისა და ანგარიშგების ვალდებულება არ ეკისრება მოსახლეობას. 4. ნარჩენების აღრიცხვის წარმოების, ანგარიშგების განხორციელების ფორმა და შინაარსი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. |