Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი article 53 სახელმწიფო ბიუჯეტის აღრიცხვა და ანგარიშგება. 1. სახელმწიფო ხაზინა ახორციელებს სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელების დასაფინანსებლად საბიუჯეტო კლასიფიკაციის შესაბამისად გადახდების აღრიცხვას, რომელიც მოიცავს ინფორმაციას გადახდის განხორციელების ყველა ეტაპის შესახებ. სახელმწიფო ხაზინა ასევე აღრიცხავს საბიუჯეტო კლასიფიკაციით გათვალისწინებულ შემოსულობებს და დაბრუნებულ ზედმეტად გადახდილ თანხებს. 2. სახელმწიფო ხაზინა ყოველი თვის დასრულებიდან 20 დღის ვადაში ამზადებს ანგარიშგებას სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების, გადასახდელების, ნაშთის ცვლილებისა და მთლიანი სალდოს ჩვენებით და წარუდგენს საქართველოს პარლამენტს. |