FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 5

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

article  96

კანონპროექტის განხილვის ზოგადი წესები.
1. პარლამენტისთვის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილი კანონპროექტი განხილვისას გადის შემდეგ პროცედურებს:
    ა) კანონპროექტი რეგისტრაციისთვის გადაეცემა პარლამენტის აპარატის იურიდიულ დეპარტამენტს;
    ბ) პარლამენტის აპარატის იურიდიული დეპარტამენტი კანონპროექტს გადასცემს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისს. პარლამენტის აპარატის იურიდიული დეპარტამენტი და პარლამენტის საბიუჯეტო ოფისი კანონპროექტთან დაკავშირებით ამზადებენ ამ რეგლამენტის 97-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ დასკვნებს. ამის შემდეგ პარლამენტის აპარატის იურიდიული დეპარტამენტი კანონპროექტს საკუთარ დასკვნასა და პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის დასკვნასთან ერთად გადასცემს პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომაზე, თუ იგი წარდგენილია ბიუროს სხდომის წინა კვირის ხუთშაბათამდე;
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

article  96

გ) პარლამენტის ბიურო უახლოეს სხდომაზე იღებს გადაწყვეტილებას კანონპროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ, ამასთანავე, განსაზღვრავს წამყვან კომიტეტსა და იმ კომიტეტებს, რომელთა დასკვნებიც სავალდებულოა (შემდგომ − სავალდებულო კომიტეტი), და კანონპროექტს გადასცემს მათ, სხვა კომიტეტებს, ფრაქციებს, უფრაქციო პარლამენტის წევრებსა და პარლამენტის აპარატის იურიდიულ დეპარტამენტს, აგრეთვე საქართველოს მთავრობას. საფინანსო სექტორის წარმომადგენლის საქმიანობის მარეგულირებელი კანონპროექტი გადაეცემა აგრეთვე საქართველოს ეროვნულ ბანკს;
    დ) წამყვანი და სავალდებულო კომიტეტების მიერ განხილვის შემდეგ კანონპროექტი შესაბამისი დასკვნებით გადაეცემა პარლამენტის ბიუროს პირველი მოსმენით განხილვისა და კენჭისყრისთვის პარლამენტის უახლოესი პლენარული სხდომის დღის წესრიგში შესატანად;
    ე) პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განხილვისა და მიღების შემდეგ კანონპროექტი გადაეცემა წამყვან კომიტეტს პირველი მოსმენით განხილვისას გათვალისწინებული შენიშვნების კანონპროექტში ასახვისთვის და პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განხილვისა და კენჭისყრისთვის მოსამზადებლად;
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

article  96

ვ) კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღების შემდეგ წამყვანი კომიტეტი მას განიხილავს ქვეპუნქტების, პუნქტების (ნაწილების), მუხლების, თავების ან/და კარების მიხედვით, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განხილვისთვის მოსამზადებლად. წამყვანი კომიტეტი განიხილავს აგრეთვე კანონპროექტის თაობაზე ალტერნატიულ წინადადებებს;
    ზ) წამყვანი კომიტეტის მიერ განხილვის შემდეგ კანონპროექტი შესაბამისი დასკვნებითა და ალტერნატიული წინადადებებით გადაეცემა პარლამენტის ბიუროს უახლოეს სხდომაზე მეორე მოსმენით განხილვისა და კენჭისყრისთვის პარლამენტის პლენარული სხდომის დღის წესრიგში შესატანად;
    თ) პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განხილვისა და მიღების შემდეგ კანონპროექტი გადაეცემა წამყვან კომიტეტს მესამე მოსმენისთვის მოსამზადებლად;
    ი) მეორე მოსმენით მიღების შემდეგ წამყვანი კომიტეტი პარლამენტის მიერ მეორე მოსმენით განხილვისას გათვალისწინებულ შენიშვნებს ასახავს კანონპროექტში, განიხილავს კანონპროექტს და მას გადასცემს პარლამენტის ბიუროს მესამე მოსმენით განხილვისთვის პარლამენტის პლენარული სხდომის დღის წესრიგში შესატანად;
    კ) პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით განხილვის შემდეგ კანონპროექტის საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი დგება კენჭისყრაზე საბოლოო რედაქციით მისაღებად;
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

article  96

ლ) მესამე მოსმენით მიღების შემდეგ კანონი ხელმოსაწერად გადაეცემა საქართველოს პრეზიდენტს.
2. პარლამენტის ბიუროს მიერ განსაზღვრული წამყვანი კომიტეტი კანონპროექტის განსახილველად მართავს კომიტეტის სხდომას, კანონპროექტის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი, მეორე და მესამე მოსმენებით განხილვისთვის მოსამზადებლად უძღვება შესაბამისი კანონპროექტის საპარლამენტო განხილვის პროცედურებს და პასუხისმგებელია მათი დაცვისთვის.
3. კანონპროექტის ინიციატორს უფლება აქვს, სათანადო მოტივირებით გამოითხოვოს კანონპროექტი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით მიღებამდე.
4. კანონპროექტის ორი ან ორზე მეტი პარლამენტის წევრის, კომიტეტის ან ფრაქციის მიერ ინიციირების შემთხვევაში იგი პარლამენტიდან გათხოვილად ჩაითვლება, შესაბამისად, კანონპროექტის ინიციატორი ყველა პარლამენტის წევრის, კომიტეტის ან ფრაქციის ერთობლივი წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი

article  96

5. პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, აგრეთვე ფრაქციის გაუქმების შემთხვევაში შესაბამისი პარლამენტის წევრის/ფრაქციის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილ კანონპროექტებზე, რომლებიც განხილვის პროცესშია და პირველი მოსმენით არის მიღებული, მომხსენებელს დანიშნავს წამყვანი კომიტეტი. ამის შესახებ წამყვანი კომიტეტი აცნობებს პარლამენტის ბიუროს. ამ პუნქტით გათვალისწინებული კანონპროექტები, რომლებიც პირველი მოსმენით არ არის მიღებული, გათხოვილად ითვლება წამყვანი კომიტეტის მიმართვის საფუძველზე აღნიშნული ფაქტის პარლამენტის ბიუროს მიერ ცნობად მიღების მომენტიდან.
6. კანონი, რომელიც იწვევს მიმდინარე საბიუჯეტო წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების ზრდას, შემოსავლების შემცირებას ან სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას, პარლამენტმა შეიძლება მიიღოს მხოლოდ საქართველოს მთავრობის თანხმობის მიღების შემდეგ, ხოლო მომავალ საბიუჯეტო წელთან დაკავშირებული კანონი – საქართველოს მთავრობის თანხმობით ან მთავრობის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილი ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის ფარგლებში.
7. კომიტეტი ვალდებულია საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი კანონპროექტი, რომლის რიგგარეშე განხილვასაც იგი მოითხოვს, განიხილოს უახლოეს სხდომაზე.