Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 4
საერთაშორისო დაცვის შესახებ article 63 პირისთვის საერთაშორისო დაცვის შეწყვეტის, გაუქმების ან ჩამორთმევის, აგრეთვე დამატებითი დაცვის გაგრძელების ან მის გაგრძელებაზე უარის თქმის პროცედურა. 1. პირისთვის საერთაშორისო დაცვის შეწყვეტის, გაუქმების ან ჩამორთმევის, აგრეთვე დამატებითი დაცვის გაგრძელების ან მის გაგრძელებაზე უარის თქმის პროცედურას იწყებს სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტი. 2. უფლებამოსილმა თანამდებობის პირმა საერთაშორისო დაცვის მქონე პირს მისთვის გასაგებ ენაზე ან იმ ენაზე, რომელიც მას ესმის, როგორც ეს შეიძლება გონივრულად ჩაითვალოს, უნდა შეატყობინოს მისთვის მინიჭებული საერთაშორისო დაცვის შეწყვეტის, გაუქმების ან ჩამორთმევის, აგრეთვე დამატებითი დაცვის გაგრძელების ან მის გაგრძელებაზე უარის თქმის პროცედურის დაწყების შესახებ. |
საერთაშორისო დაცვის შესახებ article 63 3. ამ კანონის მე-60 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“−„ვ“ ქვეპუნქტებითა და 61-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“−„ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში უფლებამოსილმა თანამდებობის პირმა უნდა უზრუნველყოს საერთაშორისო დაცვის მქონე სრულწლოვან პირთან ინდივიდუალური გასაუბრების ჩატარება მისთვის მინიჭებული საერთაშორისო დაცვის შეწყვეტის, გაუქმების ან ჩამორთმევის, აგრეთვე დამატებითი დაცვის გაგრძელების ან მის გაგრძელებაზე უარის თქმის პროცედურის დაწყებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, რათა აღნიშნულ პირს მიეცეს შესაძლებლობა, წარადგინოს ინფორმაცია და განმარტებები იმ გარემოებებთან დაკავშირებით, რომელთა საფუძველზეც დაიწყო მისთვის მინიჭებული საერთაშორისო დაცვის შეწყვეტის, გაუქმების ან ჩამორთმევის, აგრეთვე დამატებითი დაცვის გაგრძელების ან მის გაგრძელებაზე უარის თქმის პროცედურა, ასევე წარადგინოს სხვა ინფორმაცია, რომელიც ასაბუთებს ამ პირისთვის შესაბამისი სტატუსის გახანგრძლივების საჭიროებას. |
საერთაშორისო დაცვის შესახებ article 63 4. თუ საერთაშორისო დაცვის მქონე პირი საქართველოში არ იმყოფება, ან მასთან დაკავშირება ამ კანონის 58-ე მუხლით დადგენილი წესით ვერ ხერხდება, ან იგი არ გამოცხადდა გასაუბრებაზე, მისთვის მინიჭებული საერთაშორისო დაცვის შეწყვეტა, გაუქმება ან ჩამორთმევა, აგრეთვე დამატებითი დაცვის გაგრძელება ან მის გაგრძელებაზე უარის თქმა მოხდება იმ ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც აქვს სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტს. 5. თუ უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის მიერ მისთვის მინიჭებული საერთაშორისო დაცვის შეწყვეტის, გაუქმების ან ჩამორთმევის შესახებ გადაწყვეტილების, აგრეთვე დამატებითი დაცვის გაგრძელების ან მის გაგრძელებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 1 თვის ვადაში გამოცხადდება სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტში და წარადგენს ინფორმაციას მისი გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის თაობაზე, აღნიშნული მიზეზის გამოკვლევის შემდეგ უფლებამოსილი თანამდებობის პირი იღებს გადაწყვეტილებას ამ მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილების ძალადაკარგულად გამოცხადებისა და გასაუბრების დანიშვნის შესახებ. 6. გასაუბრება ტარდება ამ კანონის 41-ე მუხლით დადგენილი წესით. |
საერთაშორისო დაცვის შესახებ article 63 7. პირისთვის საერთაშორისო დაცვის შეწყვეტის, გაუქმების ან ჩამორთმევის საკითხზე, აგრეთვე დამატებითი დაცვის გაგრძელების ან მის გაგრძელებაზე უარის თქმის საკითხზე გასაუბრების დროს უფლებამოსილმა თანამდებობის პირმა უნდა შეაფასოს როგორც მოპოვებული ინფორმაცია, რომელიც ასაბუთებს ამ პირისთვის მინიჭებული სტატუსის შეწყვეტის, გაუქმების ან ჩამორთმევის, აგრეთვე დამატებითი დაცვის გაგრძელების ან მის გაგრძელებაზე უარის თქმის კანონიერებას, ისე აღნიშნული პირის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია და მტკიცებულებები (მათი არსებობის შემთხვევაში). 8. პირისთვის საერთაშორისო დაცვის შეწყვეტის, გაუქმების ან ჩამორთმევის პროცედურის, აგრეთვე დამატებითი დაცვის გაგრძელების ან მის გაგრძელებაზე უარის თქმის პროცედურის დასრულებამდე, მათ შორის, სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, მას აქვს შესაბამის სტატუსთან დაკავშირებული ყველა უფლება და მოვალეობა. 9. ამ მუხლის პირველი ან მე-5 პუნქტით გათვალისწინებული პროცედურის ვადა 1 თვეს არ უნდა აღემატებოდეს. |