Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 1
ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის შესახებ article 4 ქარსაფარი ზოლის სტატუსის მინიჭება. 1. საქართველოს ტერიტორიაზე არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისთვის ან მისი ნაწილისთვის ქარსაფარი ზოლის სტატუსის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს (შემდგომ − სამინისტრო) მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტო (შემდგომ − სააგენტო) სპეციალური მოკვლევის ან ქარსაფარი ზოლების ინვენტარიზაციის შედეგების გათვალისწინებით შემუშავებული დასკვნის საფუძველზე. 2. ქარსაფარი ზოლის სტატუსი ენიჭება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების იმ მიწის ნაკვეთს ან მიწის ნაკვეთის იმ ნაწილს, რომელზედაც გაშენებულია ან უნდა გაშენდეს ქარსაფარი ზოლი. 3. ქარსაფარი ზოლის საზღვრების უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან ქარსაფარი ზოლის სტატუსი მინიჭებულად მიიჩნევა. |