Explore Georgian Law by Asking a Legal Question
assisted-checkbox
filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all
parameters-title
query
assisted-checkbox: ✅
result-title
total 5
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ article 8 სააგენტოს უფლებამოსილებანი. 1. ამ კანონის მე-7 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ამოცანების შესასრულებლად სააგენტო უფლებამოსილია: ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, უფლებამოსილი ორგანოს მიმართვის საფუძველზე, საქართველოს ტერიტორიაზე განახორციელოს: ა.ა) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 143-1 მუხლის პირველი ნაწილის „ა“–„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ფარული საგამოძიებო მოქმედებები; ა.ბ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 143-1 მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფარული საგამოძიებო მოქმედება; ა.გ) „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ოპერატიულ-ტექნიკური ღონისძიება და იმავე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ელექტრონული თვალთვალის ღონისძიებები; ბ) ამ კანონით დადგენილი წესით მოიპოვოს და გასცეს ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემები; გ) ამ კანონით დადგენილი წესით განახორციელოს სტრატეგიული მონიტორინგის ღონისძიება; დ) ამ კანონით დადგენილი წესით განახორციელოს ინდივიდუალური მონიტორინგის ღონისძიება. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ უფლებამოსილებათა განსახორციელებლად სააგენტო უფლებამოსილია: |
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ article 8 ა) ჰქონდეს კომუნიკაციის შინაარსის და მისი მაიდენტიფიცირებელი მონაცემების რეალურ დროში მოპოვების ტექნიკური შესაძლებლობა ამ კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად; ბ) ჰქონდეს გეოლოკაციის მონაცემების რეალურ დროში მოპოვების ტექნიკური შესაძლებლობა ამ კანონის მე-10 მუხლის შესაბამისად; გ) შექმნას მონაცემთა ცენტრალური ბანკი ამ კანონის მე-11 მუხლის შესაბამისად; დ) შეიძინოს, შექმნას და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოიყენოს შესაბამის ღონისძიებათა განხორციელებისთვის აუცილებელი ტექნიკური, აპარატული და პროგრამული უზრუნველყოფის საშუალებები; ე) სასყიდლით ან უსასყიდლოდ, წერილობითი შეთანხმების საფუძველზე გამოიყენოს ფიზიკურ და იურიდიულ პირთა, აგრეთვე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება; ვ) კონსპირაციის მიზნით მოამზადოს და გამოიყენოს დოკუმენტები, რომლებშიც შენიღბულია სააგენტოს მოსამსახურის ვინაობა, სტრუქტურული ქვედანაყოფის დასახელება, ქონება; ზ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, უფლებამოსილი ორგანოს მიმართვის საფუძველზე, ფარული მეთვალყურეობის ღონისძიებების განხორციელების უზრუნველსაყოფად ჩაატაროს „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები. |
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ article 8 3. სააგენტო უფლებამოსილია ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიის მიერ ელექტრონული კომუნიკაციის და მისი მაიდენტიფიცირებელი მონაცემების რეალურ დროში მოპოვების, ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ბაზების კოპირების, გეოლოკაციის რეალურ დროში განსაზღვრის, მობილური საკომუნიკაციო აღჭურვილობის აქტივაციის დაფიქსირების ტექნიკური შესაძლებლობების, ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიის საინფორმაციო-ტექნოლოგიური და სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურის ტექნიკური მახასიათებლების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით შეამოწმოს ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიის საინფორმაციო-ტექნოლოგიური და სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურა. 4. სააგენტო უფლებამოსილია სახელმწიფო უწყებებისა და დაწესებულებების საინფორმაციო-ტექნოლოგიური უზრუნველყოფის მიზნით: ა) განახორციელოს სამსახურისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ტექნოლოგიური მომსახურება და შიდაუწყებრივი საკომუნიკაციო ქსელებით უზრუნველყოფა; ბ) შესაბამისი მოთხოვნის შემთხვევაში, საინფორმაციო და სატელეკომუნიკაციო სისტემების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად შეამოწმოს ინფორმაციული ტექნოლოგიები (სისტემები); |
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ article 8 გ) უზრუნველყოს სასაზღვრო ტექნოლოგიების განვითარება და სასაზღვრო გამტარი პუნქტების საინფორმაციო-ტექნოლოგიური მომსახურება; დ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით უზრუნველყოს სასაზღვრო გამტარ პუნქტებზე ბირთვული, რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური უსაფრთხოება, ამ მიზნით შექმნას სათანადო ტექნიკური და პროგრამული სისტემები და უზრუნველყოს მათი ფუნქციონირება, მომსახურება და მონიტორინგი; ე) უფლებამოსილ ორგანოებთან კოორდინაციით უზრუნველყოს ბირთვული, რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური უსაფრთხოება, ამ მიზნით შექმნას სათანადო ტექნიკური და პროგრამული სისტემები და უზრუნველყოს მათი ფუნქციონირება, მომსახურება და მონიტორინგი საქართველოს ტერიტორიაზე; ვ) უზრუნველყოს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის (შემდგომ – კომისია) მიერ მისთვის მინიჭებული რადიოსიხშირეების კონტროლი და უსაფრთხოება ამ რადიოსიხშირეების ფარგლებში და გარე ხელშეშლის გამოვლენის შემთხვევაში ხელშემშლელ პირს მიმართოს აღნიშნული გარემოების აღმოფხვრის თაობაზე, ხოლო ხელშეშლის გაგრძელების შემთხვევაში – ამის შესახებ აცნობოს კომისიას შესაბამისი საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების მიზნით; |
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ article 8 ზ) განახორციელოს კომპიუტერულ მონაცემთა ექსპერტიზა, აგრეთვე შეიმუშაოს და ნორმატიული აქტით დაამტკიცოს საგამოძიებო მოქმედებების განხორციელებისას კომპიუტერულ მონაცემებთან პირველადი მოპყრობის და მათი საექსპერტო კვლევის წესები; თ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გასცეს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ღ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ელექტრონული კომუნიკაციის გადაჭერის სისტემების დამზადების, იმპორტის ან ექსპორტის ლიცენზია და ამ მიზნით ნორმატიული აქტით განსაზღვროს ლიცენზიის მოპოვების წესი და პირობები; ი) განახორციელოს ამ კანონით და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებები. |