FantasticSearch

Scroll to: TopResults

Explore Georgian Law by Asking a Legal Question

assisted-checkbox

filter-instruction-1
positive-filters
negative-filters
act-filter tabs-all

parameters-title

query

assisted-checkbox:

result-title

total 5

მეზღვაურთა შრომის შესახებ

article  29

მეზღვაურის შრომის პირობების დარღვევა.
1. 16 წლამდე პირის გემზე დასაქმება ან 18 წლამდე პირის გემზე დასაქმება ღამის ცვლაში მუშაობისთვის დადგენილი შეზღუდვის ან სახიფათო სამუშაოზე დასაქმების აკრძალვის მოთხოვნის დარღვევით − გამოიწვევს გემთმფლობელის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან 1 წლის განმავლობაში, − გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.
3. გემზე იმ მეზღვაურის დასაქმება, რომელსაც არ აქვს მოქმედი სამედიცინო მოწმობა, − გამოიწვევს გემთმფლობელის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან 1 წლის განმავლობაში, − გამოიწვევს დაჯარიმებას 15 000 ლარის ოდენობით.
5. ნებისმიერი პირის ან ორგანიზაციის მიერ სამედიცინო მოწმობის მომზადება ან გაცემა ამ კანონის ან სხვა, დადგენილი სტანდარტების მოთხოვნების დარღვევით − გამოიწვევს შესაბამისი პირის დაჯარიმებას 20 000 ლარის ოდენობით.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან 1 წლის განმავლობაში, − გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 30 000 ლარის ოდენობით.
მეზღვაურთა შრომის შესახებ

article  29

7. გემზე იმ მეზღვაურის დასაქმება, რომელსაც ამ კანონის მე-7 მუხლით გათვალისწინებული გაცნობითი წვრთნა გავლილი არ აქვს, − გამოიწვევს გემთმფლობელის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.
8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან 1 წლის განმავლობაში, − გამოიწვევს დაჯარიმებას 15 000 ლარის ოდენობით.
9. გემზე იმ მზარეულის დასაქმება, რომელიც არ აკმაყოფილებს ამ კანონის მე-8 მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, − გამოიწვევს გემთმფლობელის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.
10. ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან 1 წლის განმავლობაში, − გამოიწვევს დაჯარიმებას 15 000 ლარის ოდენობით.
11. მეზღვაურის იმ საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელი პირის მიერ დასაქმება, რომელიც სააგენტოს მიერ აღიარებული არ არის, ან მეზღვაურის საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელი პირის მიერ ამ კანონის მე-9 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნის დარღვევით დასაქმება − გამოიწვევს შესაბამისი პირის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.
12. ამ მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან 1 წლის განმავლობაში, − გამოიწვევს დაჯარიმებას 15 000 ლარის ოდენობით.
მეზღვაურთა შრომის შესახებ

article  29

13. გემზე მყოფი მეზღვაურისთვის მეზღვაურის შრომითი ხელშეკრულების გადაუცემლობა ამ კანონის მე-10 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნის დარღვევით − გამოიწვევს გემთმფლობელის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.
14. ამ მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან 1 წლის განმავლობაში, − გამოიწვევს დაჯარიმებას 15 000 ლარის ოდენობით.
15. გემთმფლობელის მიერ მეზღვაურის მიმართ მეზღვაურის შრომითი ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობა, მათ შორის, ხელფასის გადაუხდელობა, − გამოიწვევს გემთმფლობელის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.
16. ამ მუხლის მე-15 პუნქტით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან 1 წლის განმავლობაში, − გამოიწვევს დაჯარიმებას 15 000 ლარის ოდენობით.
17. მეზღვაურისთვის ყოველწლიურ ანაზღაურებად შვებულებაზე ან რეპატრიაციაზე უარის თქმა − გამოიწვევს გემთმფლობელის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.
18. ამ მუხლის მე-17 პუნქტით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან 1 წლის განმავლობაში, − გამოიწვევს დაჯარიმებას 15 000 ლარის ოდენობით.
19. გემთმფლობელის მიერ მეზღვაურის რეპატრიაციის განხორციელებასა და ფინანსური გარანტიის უზრუნველყოფაზე უარის თქმა −
მეზღვაურთა შრომის შესახებ

article  29

გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.
20. ამ მუხლის მე-19 პუნქტით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან 1 წლის განმავლობაში, − გამოიწვევს დაჯარიმებას 15 000 ლარის ოდენობით.
21. გემის დაკარგვის შემთხვევაში ამ კანონის მე-17 მუხლით გათვალისწინებული უმუშევრობის კომპენსაციის გადახდაზე უარის თქმა − გამოიწვევს გემთმფლობელის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.
22. ამ მუხლის 21-ე პუნქტით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან 1 წლის განმავლობაში, − გამოიწვევს გემთმფლობელის დაჯარიმებას 15 000 ლარის ოდენობით.
23. ამ კანონის VI თავით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვისა და სამედიცინო მომსახურების მოთხოვნების დარღვევა − გამოიწვევს გემთმფლობელის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.
24. ამ მუხლის 23-ე პუნქტით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან 1 წლის განმავლობაში, − გამოიწვევს დაჯარიმებას 15 000 ლარის ოდენობით.
25. ამ კანონის 24-ე მუხლით გათვალისწინებული მეზღვაურის საჩივრის განხილვის ეფექტიანი სისტემის შექმნისა და ფუნქციონირების მოთხოვნის დარღვევა − გამოიწვევს გემთმფლობელის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.
მეზღვაურთა შრომის შესახებ

article  29

26. ამ მუხლის 25-ე პუნქტით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან 1 წლის განმავლობაში, − გამოიწვევს დაჯარიმებას 15 000 ლარის ოდენობით.
27. ისეთი სიის ან სხვა მექანიზმის შექმნა, რომელიც მეზღვაურის მიერ თავისი კვალიფიკაციის შესაბამისი სამუშაოს მიღებას ხელს შეუშლის ან შეუძლებელს გახდის, − გამოიწვევს შესაბამისი პირის დაჯარიმებას 20 000 ლარის ოდენობით.
28. ამ მუხლის 27-ე პუნქტით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან 1 წლის განმავლობაში, − გამოიწვევს დაჯარიმებას 30 000 ლარის ოდენობით.
29. შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევა − გამოიწვევს გემთმფლობელის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.
30. ამ მუხლის 29-ე პუნქტით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან 1 წლის განმავლობაში, − გამოიწვევს დაჯარიმებას 20 000 ლარის ოდენობით.